მედიცინა

როგორ შევინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა

№46

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 27.11, 2021 წელი

პირის ღრუს ჯანმრთელობა
დაკოპირებულია

ადამიანის ორგანიზმის საერთო მდგომარეობა ბევრადაა დამოკიდებული პირის ღრუს ჯანმრთელობაზე. ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს პირის ღრუს სწორ მოვლას და ჰიგიენის დაცვას.

პირის ღრუს მოსავლელი უამრავი თანამედროვე საშუალება არსებობს, მაგრამ შეგიძლიათ, ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებით თავადაც მოამზადოთ ეფექტური სავლები, რომელმაც შესაძლოა, უკეთ მოგაშოროთ ნადები და უფრო შედეგიანი აღმოჩნდეს ბაქტერიებისა და მიკრობების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ინგრედიენტები: 1 სადილის კოვზი საკვები სოდა, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, ნახევარი ჭიქა წყალბადის ზეჟანგი, 1 ჭიქა ცივი წყალი. ნახევარი ჭიქა თბილი წყალი.

აურიეთ ერთმანეთში მარილი და საკვები სოდა. ჯაგრისი თბილ წყალში დაასველეთ, მოათავსეთ მასზე მიღებული ნაზავი და გაიწმინდეთ კბილები. შემდეგ გადმოაფურთხეთ, გაიმეორეთ ორი წუთის განმავლობაში.

წყალბადის ზეჟანგი გახსენით თბილ წყალში და როცა ზემოაღნიშნულ პროცედურას დაასრულებთ, გამოივლეთ პირის ღრუში ერთი წუთის განმავლობაში. ბოლოს კბილებს შორის ქვების მოსაშორებლად გამოიყენეთ კბილის ჩხირები. ბოლოს კი პირის ღრუში ცივი წყალი გამოივლეთ.

არასოდეს ჩაყლაპოთ პირის ღრუს სავლები სითხე, ის შეიძლება მავნე ნივთიერებებს შეიცავდეს. ჯანმრთელი კბილების შესანარჩუნებლად აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ხარისხიანი კბილის პასტა და კბილები დღეში 2-3-ჯერ უნდა გაიხეხოთ.

ცხარე საკვები ხელს უწყობს ნერწყვის გამოყოფას, ნერწყვი კი ბუნებრივად ადეზინფიცირებს პირის ღრუს. გთავაზობთ სახლის პირობებში დამზადებული ნატურალური კომპონენტებისგან შემდგარი სავლების რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის მოშორებაიში.

ინგრედიენტები: 1 ცალი ლიმონი, 200 მილილიტრი თბილი წყალი, ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი, 1,5 ჩაის კოვზი თაფლი, 0,5-1 ჩაის კოვზი სოდა.

გამოწურეთ ლიმონი, ჩაასხით ბოთლში წვენი, ჩაყარეთ დარიჩინი ერთმანეთში აურიეთ სოდა და თაფლი და დაუმატეთ ლიმონის წვენს.

ჩაასხით თბილი წყალი, დააფარეთ სახურავი და შეანჯღრიეთ.

მიღებული სითხე გამოივლეთ პირის ღრუში კბილების ყოველი გახეხვის შემდეგ ან საჭიროების შემთხვევაში. სავლები შეინახეთ მაცივარში არაუმეტეს 3 კვირისა.

ჯანსაღი სუნთქვისთვის არაერთი ხელმისაწვდომი საშუალება არსებობს, მაგრამ ყველაზე ეფექტური სტომატოლოგთან დროულად სტუმრობაა.

კბილების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ორსულობის დროს. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას ჭამთ ორსულობის დროს, რადგან საკვები გავლენას ახდენს ნაყოფის ზრდასა და ფორმირებაზე, მათ შორის, კბილების ჩამოყალიბებაზეც. თქვენი პატარას კბილები ორსულობის მესამე თვიდან მეექვსე თვემდე პერიოდში ყალიბდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, სრულფასოვნად იკვებოთ და თქვენი რაციონი კალციუმით, ფოსფორით, პროტეინებითა და ვიტამინებით გაამდიდროთ.

გახსოვდეთ, რომ ორსულობის დროს თქვენს ორგანიზმს აკლდება კალციუმი. ბავშვისთვის კალციუმის წყაროს თქვენი საკვები წარმოადგენს და არა თქვენი კბილები. ამიტომ, რძის პროდუქტები ან სხვა კალციუმით მდიდარი საკვები დღეში სულ ცოტა 3-ჯერ მიიღეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი