მედიცინა

როგორ შევამციროთ თავის ტკივილის განვითარების რისკი და რა შევცვალოთ დღის რეჟიმში

№20

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 29.05, 2021 წელი

თავის ტკივილი
დაკოპირებულია

„თბილისელების“ რჩევები თავის ტკივილის პრევენციისთვის და პრობლემასთან გასამკლავებლად:

✔️დაიცავით ძილის რეჟიმი;

✔️გააკონტროლეთ და ცვალეთ კისრისა და სხეულის პოზა ხანგრძლივი ჯდომის დროს;

✔️გაიკეთეთ თავის მსუბუქი მასაჟი შუბლიდან კეფისკენ, ყურებისკენ, კისრისკენ;

✔️კარგად გაანიავეთ ოთახი ან გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე;

✔️მიიღეთ თბილი აბაზანა. შეგიძლიათ, ცხელი შხაპი მიიღოთ – ის თავისა და კისრის კუნთების სპაზმით გამოწვეულ თავის ტკივილს ასუსტებს;

✔️მოერიდეთ ალკოჰოლს (წითელი ღვინო ხშირად იწვევს შაკიკის შეტევის პროვოცირებას) და თამბაქოს;

✔️დაიდეთ პირსახოცში გახვეული ყინულის კუბიკები შუბლზე, საფეთქლებზე ან კეფაზე 10–15 წუთის განმავლობაში.

მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ შემდეგ ნიშნებს:

* თქვენი ჩვეული თავის ტკივილის ხასიათი და ინტენსივობა მკვეთრად შეიცვალა;

* „მეხის დაცემის“ მსგავსი, უეცარი და ძლიერი თავის ტკივილი, რომელსაც ახლავს სხვა ნევროლოგიური სიმპტომები, როგორიცაა: მეტყველების გაუარესება, კიდურებში ძალის დაქვეითება და სხვა;

* ტკივილს ახლავს კისრის კუნთების დაჭიმვა, მოძრაობის შეზღუდვა;

* ტკივილს ახლავს გონების დაკარგვა;

* პირველადად განვითარებული ძლიერი თავის ტკივილი 50 წლის ასაკიდან და ზემოთ;

* როდესაც ტკივილის ინტენსივობა იმატებს პოზის შეცვლასთან დაკავშირებით;

* ტრავმის შემდგომ განვითარებული თავის ტკივილი;

* ფიზიკური დატვირთვისას უეცრად განვითარებული ძლიერი თავის ტკივილი მზარდი ინტენსივობით.

თავის ტკივილის პრევენციისთვის და პრობლემასთან გასამკლავებლად:

* დაწექით, თვალები დახუჭეთ და მოდუნდით;

* დალიეთ მეტი სითხე (მაგრამ გაზის გარეშე); ხშირად სპაზმები ორგანიზმის გაუწყლოების გამო აღმოცენდება;

* ყურადღება მიაქციეთ დღიურად მიღებული საკვებისა და სითხის რაოდენობას;

* რეკომენდებულია რეგულარული, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა;

* კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობისას გამოიყენეთ დამცავი ეკრანი ან სათვალე;

* შეძლებისდაგვარად აარიდეთ თავი სტრესულ სიტუაციებს;

* მიირთვით თბილი წვნიანი, ფაფა. საკვების არარეგულარულად მიღება ხშირად თავის ტკივილს იწვევს. ეს დაკავშირებულია სისხლში გლუკოზის დონის მერყეობასთან.

🔻

ფრთხილად-გამოიყენეთ კოფეინი. მიუხედავად იმისა, რომ კოფეინი თავდაპირველად შეიძლება დაგეხმაროთ თავის ტკივილთან გამკლავებაში. დროთა განმავლობაში მან შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს თქვენს ორგანიზმზე, რადგან საერთო ჯამში, კოფეინზე დამოკიდებული გახდებით და მისი მიღების გარეშე ტკივილს ვერ გაიყუჩებთ. თუ თავის ტკივილს გინდათ, უმკურნალოთ, შეზღუდავთ კოფეინის მიღება. მიიღეთ არა უმეტეს კვირაში ორჯერ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შაკიკი გაწუხებთ.

დალიეთ ბევრი წყალი. დეჰიდრატაციამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბოლო დროს პირღებინება, დიარეა, ზედმეტი ოფლიანობა გქონდათ ან ზედმეტი ალკოჰოლი მიიღეთ.

დაარეგულირეთ ოთახის ტემპერატურა. ზოგიერთს მხოლოდ გრილ ოთახში შეუძლია დასვენება, ზოგს გათბობა ურჩევნია. შეეცადეთ ძილის წინ ოთახში შექმნათ ისეთი პირობები, რაც თქვენთვის უფრო კომფორტული იქნება.

სააფთიაქო გვირილა მსუბუქი დამამშვიდებელი, სპაზმის მომხსნელი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებისაა. მას სხვადასხვა წარმოშობის თავის ტკივილის დროს იყენებენ. პროფილაქტიკის მიზნით გვირილას ხმელი ყვავილი ჩვეულებრივ, შავ ან მწვანე ჩაის დაუმატეთ. ასევე, შეგიძლიათ მოამზადოთ სხვა ბალახებთან და თავის ტკივილის დროს გამოიყენოთ.

სააფთიაქო გვირილა და პიტნა – თითო სუფრის კოვზი ხმელი, დაქუცმაცებული ბალახი აიღეთ, დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, ნახევარი საათით დააყენეთ და გადაწურეთ. დალიეთ, როგორც ჩაი.

სააფთიაქო გვირილა და სამკურნალო ბარამბო – ნაყენი მოამზადეთ ისე, როგორც წინა რეცეპტში. დალიეთ 1/4 ჭიქა ნაყენი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი