მედიცინა

რას უკავშირდება ზურგის ტკივილი და როდის უნდა გამოვიჩინოთ ყურადღება

№13

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 09.04

ზურგი
დაკოპირებულია

ზურგის ტკივილს ზრდასრულთა 80 პროცენტი განიცდის. ტკივილი შესაძლოა ვრცელდებოდეს მთლიანად ზურგზე ან იყოს ცალმხრივი. ზურგის ტკივილის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:

* ასაკთან დაკავშირებული – ხანდაზმულმა შეიძლება მიიღოს მცირე დაზიანება, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს უფრო სერიოზული მდგომარეობა ან იმიტომ, რომ მათ აქვთ დაბალი ძვლის სიმკვრივე, ან მათ განუვითარდათ ართრიტი, რომელიც იწვევს ტკივილს.

* ქსოვილებთან დაკავშირებული – სპონტანური ცალმხრივი ზურგის ტკივილი შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ ეს ჩვეულებრივ დაკავშირებულია რბილ ქსოვილთან (კუნთები, ლიგატები, სახსარი). ზურგის კუნთები ეშვება ქვემოთ მარცხენა ან მარჯვენა მხარეს. ასე რომ, თუ ზურგის მარცხენა მხარეს კუნთი დაზიანდა, სავარაუდოდ, მხოლოდ ამ რეგიონში გექნებათ ტკივილი, დისკომფორტის გამო კი მოძრაობის დიაპაზონი ხშირად შეზღუდულია.

ქსოვილებთან დაკავშირებული დისკომფორტის მიზეზები მოიცავს ძილის დროს არასწორ პოზიციას – თუ ღამე ნაკლებად მოძრაობთ და ზურგის მხოლოდ ერთ მხარეს გძინავთ, კუნთები იძაბება, რაც იწვევს ტკივილს.

კომპიუტერთან ჯდომა – თუ სამუშაო ზონაში იმყოფებით და ნაკლებად მოძრაობთ შესაძლოა ტკივილის შეგრძნება ზურგის მხოლოდ ერთ მხარეს იგრძნოთ.

ნაწლავები – მსხვილი ნაწლავის ანთებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ზურგის მხოლოდ ერთ მხარეს, მაგრამ თქვენ ასევე განიცდით მუცლის კრუნჩხვას, საჭმლის მომნელებელ პრობლემებს და წონის ცვლილებას.

თირკმელები – ინფექციამ ან თირკმელებში კენჭებმა შეიძლება, ასევე გამოიწვიოს ცალმხრივი ზურგის ტკივილი, რომელიც ჩნდება ნეკნების ქვემოთ და თეძოებს შორის. ამ დროს უნდა დააკვირდეთ სხვა სიმპტომებს, როგორიცაა სისხლი შარდში, ტკივილი შარდვის დროს ან ცხელება. თუ უჩივით ძლიერ ტკივილს 10 დღის განმავლობაში და ტკივილგამაყუჩებლები მდგომარეობას არ აუმჯობესებს, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი