მედიცინა

როგორ მოვიშოროთ მეჭეჭები

№7

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 23.02, 2023 წელი

მეჭეჭი
დაკოპირებულია

მეჭეჭები კანის დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს კეთილთვისებიანი წარმონაქმნები. მეჭეჭები, ჩვეულებრივ, სახესა და ხელებზე ლოკალიზდებიან, მაგრამ ისინი შეიძლება, ნებისმიერ ადგილას გაჩნდეს. მეჭეჭები ბავშვებს უფრო ხშირად უჩნდებათ, ვიდრე უფროსებს. ზოგჯერ მეჭეჭები დაბადებიდან ჩნდება (მშობიარობის მომენტში დედიდან გადადის).

როგორ ავიცილოთ თავიდან მეჭეჭები

მეჭეჭების გაჩენას ყოველთვის ვერ შევუშლით ხელს, მაგრამ რისკი მკვეთრად შემცირდება, თუ ბავშვებს ხელების რეგულარულად და კარგად დაბანას ვასწავლით. თუ ბავშვს კანზე ჭრილობა ან ნაკაწრი აქვს, მობანეთ ეს არე საპნითა და გამდინარე წყლით. სხეულის ის უბნები, სადაც კანის მთლიანობა დარღვეულია, ხელსაყრელი გარემოა ყოველგვარი ინფექციისთვის.

კარგია თუ საზოგადოებრივ საშხაპეებსა და საცურაო აუზებზე ბავშვს წყალგაუმტარი, ღია ფეხსაცმელი ეცმევა – ეს შეამცირებს პლანტარული მეჭეჭების გავრცელების რისკს.

შეეცადეთ, ბავშვი გადააჩვიოთ ფრჩხილებისა და ნუნების კვნეტას.

თუ ბავშვს მეჭეჭები უკვე აქვს, ყურადღება მიაქციეთ, მექანიკურად არ გაიღიზიანოს, რათა ვირუსი სხეულის სხვა არეებზეც არ გავრცელდეს.

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია:

👉 იმუნიტეტის გაძლიერება;

👉 ფიზიკური ვარჯიშების შესრულება;

👉 საკვებში ვიტამინებით მდიდარი პროდუქტების გამოყენება;

👉 მჭიდრო ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე უარის თქმა.

დერმატოლოგთან ვიზიტი აუცილებელია, თუ:

👉 მეჭეჭი ხელს გიშლით და გრძნობთ მას (მაგალითად, ტერფის მეჭეჭი);

👉 მტკივნეულია, სისხლმდინარია, იცვალა ფორმა ან ფერი;

👉 ძალიან გაიზარდა;

👉 გამოსაჩენ ადგილას მდებარეობს და ქმნის კოსმეტიკურ უხერხულობას;

👉 მრავლდება.

მეჭეჭის მოშორება სახლის პირობებში:

👉 აიღეთ 2 ცალი ლიმონის კანი, დააქუცმაცეთ, დაასხით 1/2 ჭიქა 30%-იანი ძმარი და გადაიტანეთ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში. დატოვეთ 8 დღე. დროდადრო შეანჯღრიეთ და 8 დღის შემდეგ გადაწურეთ. ამ ნაყენში დასველებული ტამპონი დღეში რამდენჯერმე დაიდეთ მეჭეჭზე;

👉 მეჭეჭის კანთან შეხების ადგილას მაგრად მოიჭირეთ აბრეშუმის ძაფი, ყოველდღე – უფრო და უფრო მეტად. მეჭეჭი გახმება და თავისთავად მოძვრება;

👉 აიღეთ 200 გრამი წიწვი, დაასხით 2 ლიტრი ადუღებული წყალი და სანამ გაგრილდება კიდურები ამ ნაყენით დაიორთქლეთ. პროცედურა გაიმეორეთ 5-6-ჯერ, დღეგამოშვებით;

👉გაზაფხულზე მოტეხეთ ლეღვის ქორფა ყლორტი. გადანატეხიდან ყლორტს რძე წამოუვა. სწორედ ეს რძე წაისვით მეჭეჭზე. გაიმეორეთ ყოველდღე ერთი კვირის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა