მედიცინა

როგორ მოვამზადოთ სადეზინფექციო საშუალებები სახლში

№3

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 28.01, 2022 წელი

სადეზიმფექციო საშუალება
დაკოპირებულია

ხელების დასამუშავებლად საუკეთესოა ხსნარი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: დაკრიფეთ ახალი ჭინჭარი, კარგად გარეცხეთ, დაკეპეთ და დაასხით შინნახადი არაყი ან სააფთიაქო სპირტი. გააჩერეთ ერთი დღე თავდახურული. მეორე დღიდან დაბანის შემდეგ შეგიძლიათ, ამ სითხით დაიმუშაოთ ხელები. თუ ოდნავ წვა იგრძნოთ, გადმოასხით ცოტა, დაუმატეთ გლიცერინი და ისე გამოიყენეთ.

თუ ცოტა გადადუღებულ და გაგრილებულ წყალს დაუმატებთ, ეს ნაყენი, საუკეთესოა პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად.

პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად კარგია ვაშლის ძმრისა და წყლის ნაზავი – ერთ ჩაის ჭიქა წყალში შეურიეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ვაშლის ძმარი. ვაშლის ძმარს არ ახასიათებს ისეთი სიმძაფრე, რომ ყელში გამოვლებისას ვერ გაუძლოთ. ამიტომ უმჯობესი იქნება, წყლის გარეშე თუ გამოივლებთ. გამოვლებიდან ერთი საათის განმავლობაში მაინც ნუ დალევთ წყალს და ნურც საკვებს მიიღებთ. ეს საუკეთესო საშუალებაა თვითდეზინფექციისთვის და ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად.

საღამოობით თუ ხელებს მარილიანი წყლის აბაზანაში ჩადებთ, რომელშიც ჩაუშვებთ ლიმონის რამდენიმე წვეთს, ეს ვირუსის წინააღმდეგაც და დაღლილობის მოსახსნელადაც დაგეხმარებათ.

პირის ღრუსა და ყელში, ასევე, ხშირად გამოივლეთ სოდიანი თბილი წყალი, რომელშიც ლიმონს რბილობიანად ჩაჭყლეტთ (ერთ ჩაის ჭიქაში ერთი საშუალო ზომის ლიმონი).

ჭინჭარზე მომზადებული არყის ნაყენით შეგიძლიათ, დაასველოთ ჩვარი და გადაწმინდოთ სამზარეულოს მაგიდა, სკამები, ასევე, მაგიდა სამუშაო ოთახში, სადაც საქმიანობა გიწევთ. ოთახი გაანიავეთ და სპირტის სუნი მალე გაქრება.

წყალბადის ზეჟანგი საკმაოდ სანდო და ეფექტური სადეზინფექციო საშუალებაა, რომელიც შესანიშნავად კლავს ვირუსებს მყარ ზედაპირებზე – კარის სახელურზე, ონკანზე, ღილაკებზე და ასე შემდეგ. 3%-იანი ხსნარი, რომელიც სახლისთვის გამოგადგებათ, თავისუფლად იყიდება აფთიაქებში.

გაწმენდის წინ საჭიროა, გაიკეთოთ რეზინის ხელთათმანები.

გამოგადგებათ შემდეგი ხსნარებიც, რომელთა დასამზადებლად დაგჭირდებათ:

რეცეპტი 1. 800 მილილიტრი სპირტი, 40 მილილიტრი წყალბადის ზეჟანგი და 15 მილილიტრი გლიცერინი აურიეთ ერთმანეთში და სტერილური წყლით შეავსეთ 1 ლიტრამდე. კარგად შეანჯღრიეთ, ჩაასხით ჭურჭელში და გამოიყენეთ ხელების სადეზინფექციოდ.

რეცეპტი 2. 1 სუფრის კოვზი სამედიცინო სპირტი, 5 სუფრის კოვზი ალოე ვერას გელი (უმჯობესია ბუნებრივი), 8-10 წვეთი ეთერზეთი (საუკეთესოა ჩაის ხის ზეთი ან ნებისმიერი სხვა: მიხაკი, გვირილა, პიტნა, დარიჩინი, ლიმონი…). სპირტი და ალოე ვერა ჩაასხით ჯამში და მოურიეთ, სანამ ერთმანეთს კარგად არ შეერევა. დაუმატეთ ეთერზეთი. გადაიტანეთ სპრეის ბოთლში ან თხევადი საპნის კონტეინერში და გამოიყენეთ ხელების დასამუშავებლად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი