მედიცინა

როგორ ეხმარება რეგიდრონ ოპტიმი ორგანიზმში ელექტროლიტური ბალანსის აღდგენას და სხეულის რეჰიდრატაციას?

ავტორი: ეკო ტატულაშვილი 15:51 11.06

ოტრივინი
დაკოპირებულია

ზაფხულის ცხელ დღეებში, ფიზიკური აქტივობის, ან ჭარბი ოფლიანობის დროს, ასევე დიარეის, ან ღებინების დროს სითხესთან ერთად ჩვენს ორგანიზმს ელექტროლიტებიც ტოვებენ. მნიშვნელოვანია, ყურადღებით ვიყოთ ელექტროლიტების დისბალანსის შემთხვევებთან, რადგანაც ეს მაკრომინერალები ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

იყავით ყურადღებით ისეთ სიმპტომებთან, როგორიცაა ტაქიკარდია, გულის რიტმის დარღვევა, კუნთების ტკივილი, გაღიზიანებადობა, დაბნეულობა, დაღლილობა, ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა ან შეკრულობა - ეს სიმპტომები გარდა ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობებისა, მაშინაც იჩენს თავს, როდესაც ორგანიზმში ელექტროლიტების დისბალანსი მკვეთრად ირღვევა. მიმართეთ ჩივილებით თქვენს მკურნალ ექიმს და ჩაიტარეთ გამოკვლევები.

მწვავე დიარეის დროს ორგანიზმის დეჰიდრატაციის, გაუწყლოების რისკი დგება. სწორედ ფაღარათის დროს ელექტროლიტებისა და სითხის დაკარგვით გამოწვეული დისბალანსის სამკურნალოდ გამოიყენება პრეპარატი — რეგიდრონ ოპტიმი. მისი შეძენა პსპ-ს სააფთიაქო ქსელში შეგიძლიათ.

რეგიდრონ ოპტიმის შედგენილობა და მუშაობის მექანიზმი

რეგიდრონ ოპტიმში მოქმედი ნივთიერების სახით კალიუმისა და ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი და უწყლო გლუკოზა შედის, დამხმარე ნივთიერება კი, კალიუმის აცესულფამი და ლიმონის არომატიზატორია.

ანოტაციის მიხედვით, პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი გლუკოზა ხელს უწყობს წყლისა და ნატრიუმის აბსორბციას ნაწლავებიდან, ციტრატები ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანსს აღადგენს, ნატრიუმის ქლორიდი კი დაკარგული ელექტროლიტების აღდგენაში ეხმარება ორგანიზმს. პრეპარატში შემავალი გლუკოზა ასევე ენერგიის წყაროა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავადობის დროს. ეს თეთრი ფერის კრისტალური ფხვნილი, ლიმონის დამახასიათებელი სუნით, სითხის სახით უნდა მიიღოთ, ანუ პაკეტში შემავალი ფხვნილი უნდა გახსნათ წყალში.

რაც შეეხება რეგიდრონ ოტპიმის ფარმაკოკინეტიკას, ანუ წამლის მოძრაობას ორგანიზმში, ანოტაციის თანახმად, პრეპარატში შემავალი წყლის, ელექტროლიტებისა და გლუკოზის ფარმაკოკინეტიკა შესაბამისობაშია ამ ნივთიერებების ბუნებრივ ფარმაკოკინეტიკასთან ორგანიზმში.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

როდესაც გვაინტერესებს, თუ როგორ მოქმედებს პრეპარატი ორგანიზმში, ასევე საყურადღებოა მისი ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც რეგიდრონ ოპტიმს ვიღებთ? ზოგადი პასუხი ამ კითხვაზე არის ის, რომ რეგიდრონ ოპტიმის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს. თუმცა ფაღარათის დროს როგორც ვიცით, შესაძლოა შეიცვალოს მედიკამენტების აბსორბცია, განსაკუთრებით ისეთი პრეპარატების შემთხვევაში, რომელთა შეწოვაც მსხვილ ან წვრილ ნაწლავებში ხდება, ან ენტეროჰეპატური ცირკულაციის დროს. ამიტომ აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს რა წამლებს იღებთ, სანამ რეგიდრონ ოპტიმის დალევას გადაწყვეტთ.

დამატებითი ინფორმაციის სახით, პრეპარატის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ რეგიდრონ ოპტიმს სუსტი ფუძე PH აქვს, შესაბამისად შესაძლებელია ისეთ სამკურნალო საშუალებებზე ჰქონდეს გავლენა, რომელთა ორგანიზმში აბსორბციაც დამოკიდებულია ნაწლავის შიგთავსის PH -ზე. ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ანოტაციის მიხედვით, ან როგორც ექიმმა დაგინიშნათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა