მედიცინა

როგორ ამოვიცნოთ ბუასილი და რა გავაკეთოთ მისგან პროფილაქტიკისთვის

№6

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

ბუასილი
დაკოპირებულია

ჰემოროიდული დაავადება შესაძლოა განვითარდეს როგორც სრულიად დამოუკიდებლად, ისე სხვა დაავადებების პარალელურად.

ბუასილი შეიძლება გამოიწვიოს რამდენიმე ფაქტორმა:

1. ქრონიკული ყაბზობა ან დიარეა – ჰემოროიდული დაავადების მთავარი განმაპირებებელია ნაწლავის დაურეგულირებელი მოქმედება.

2. ორსულობა და მშობიარობა – ორსულობის დროს მენჯის სისხლძარღვებზე გაზრდილი წნევა და ჰორმონალური ცვლილებები ხელს უწყობს ბუასილის განვითარებას.

3. არასწორი კვება – სითხეებისა და ბოჭკოვანი საკვების შეზღუდული რაოდენობით მიღება პირდაპირ განაპირობებს ჰემოროიდების წარმოქმნას.

ბუასილის თავიდან ასაცილებლად სასურველია, ხშირად მიიღოთ წვნიანები, მარცვლეული და ხილ-ბოსტნეული.

ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობა, ხშირი ჯდომა – ხანგრძლივი დროით ჯდომა აფერხებს სისხლის მიმოქცევას სწორი ნაწლავის მიდამოში, ეს კი, თავის მხრივ, ხშირად არის ჰემოროიდების წარმოქმნის მიზეზი.

ჭარბი წონა – სხეულის მძიმე მასა დამატებით ზეწოლას ახდენს სწორი ნაწლავის მიდამოზე, რაც ზრდის დაავადების წარმოქმნის ალბათობას.

სიმძიმეების აწევა – სიმძიმეებით ხშირი ვარჯიში ზრდის მუცელშიდა წნევას, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს როგორც თიაქარი, ისე ბუასილი.

უხეში ანალური სექსი – აგრესიული ანალური პენეტრაცია აღიზიანებს ანუსს, რაც შესაძლოა, გახდეს დაავადების წარმოშობის ხელის შემწყობი ფაქტორი.

გენეტიკური წინასწარგანწყობა – ისევე, როგორც ყველა სხვა ტიპის დაავადების, ბუასილის წარმოქმნაც დიდწილად არის დამოკიდებული პაციენტის გენეტიკაზე. ზოგიერთი ადამიანი გენეტიკურად არის მიდრეკილი დაავადების განვითარებისკენ.

ასაკის მატება და ხანდაზმულობა – დაბერების ბუნებრივი პროცესი იწვევს შემაერთებელი ქსოვილების შესუსტებას სწორი ნაწლავის მიდამოში, რაც ასაკოვან ადამიანებს ჰემოროიდების განვითარების მიმართ უფრო მოწყვლადებს ხდის.

ბუასილის სიმპტომები

ბუასილი შეგვიძლია ამოვიცნოთ შემდეგი ჩივილებით:

სისხლდენა დეფეკაციის დროს ან მის შემდეგ – ბუასილი არის შეშუპებული სისხლძარღვები სწორი ნაწლავის მიდამოში. როცა ანუსის არეში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, ხშირია სისხლდენა. ეს სისხლდენა ხშირად უმტკივნეულოა, მისი შემჩნევა ხშირად ტუალეტის ქაღალდზეა შესაძლებელი.

გარეგანი კვანძების გაჩენა – გარეგანი კვანძები ხელითაც ისინჯება. ისინი ხშირად მეწამული ან მოლურჯო ფერისაა.

ლორწოვანი გამონადენი – ბუასილი ხშირად ჭარბ გამონადენსაც იწვევს, რამაც შესაძლოა, შეაშფოთოს პაციენტი.

ქავილი ანუსის არეში – ბუასილი იწვევს ქავილსა და გაღიზიანებას ანუსის მიდამოში. ქავილი, ძირითადად, გამოწვეულია ანუსის გარშემო მგრძნობიარე კანის გაღიზიანებით, რომელსაც, თავის მხრივ, სისხლძარღვების შეშუპება და ლორწოვანი გამონადენი იწვევს.

დეფეკაციის შემდგომ ისეთი შეგრძნება, თითქოს ნაწლავი სრულად არ დაცლილა – ბუასილმა შეიძლება, გამოიწვიოს ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნება დეფეკაციის შემდეგ. ამ შეგრძნებას შეშუპებული ჰემოროიდი იწვევს, რომელიც კუჭის მოქმედების პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს.

წვა და ზოგადი დისკომფორტი ჯდომისას – წვის შეგრძნება ხშირად ხანგრძლივი ჯდომისას ჩნდება. შეშუპებული გარე კვანძები მგრძნობიარე და მტკივნეულია, რაც ჯდომას არასასიამოვნო ხდის.

ბუასილთან საბრძოლველად საუკეთესო საკვებია: ლობიო, ოსპი, მუხუდო, წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, შვრია, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, სტანდარტული კომბოსტო და ბოლოკი, ტკბილი კარტოფილი, ჭარხალი და სტაფილო სხვადასხვა ტიპის ბულგარული წიწაკა, ნიახური, კიტრი მსხალი, ვაშლი, მოცვი, ბანანი.

მოერიდეთ თეთრი ფქვილისგან წარმოებულ ცომეულს, მარილიან და შემწვარ საკვებს, რძის პროდუქტებს, გადაუმუშავებულ ხორცს, ცხარე საკვებს, კოფეინს, ალკოჰოლს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი