მედიცინა

რა იწვევს საშარდე გზების ინფექციას

№6

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

ინფექცია
დაკოპირებულია

საშარდე გზების ინფექცია ქალებში უფრო მეტადაა გავრცელებული, ვიდრე კაცებში, რაც უკავშირდება სქესთა შორის ანატომიურ განსხვავებას – უფრო მოკლე ურეთრა (შარდსადენი), ვიდრე მამაკაცებს.

რისკ-ფაქტორები მამაკაცებში: პროსტატის გადიდება, საშარდე გზების ანომალიები ან საშარდე გზების ინფექციის წინარე გამოცდილებები.

სიმპტომები: წვის შეგრძნება შარდვის დროს, ხშირი შარდვა და მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი.

რისკ-ფაქტორები ქალებში: სექსუალური აქტივობა, კონტრაცეფციის გარკვეული ფორმები (მაგალითად, დიაფრაგმები), მენოპაუზა და შარდის შეკავება.

სიმპტომები: ხშირი შარდვა, წვის შეგრძნება შარდვის დროს, შარდის შეუკავებლობა, მენჯის ტკივილი.

საშარდე გზების ინფექცია ორსულებში – ორსულობა ზრდის ჰორმონული და საშარდე გზების ფიზიოლოგიური ცვლილებების რისკს, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს საშარდე გზების ინფექციას.

საშარდე გზების ინფექცია ბავშვებში: საშარდე გზების ინფექცია უფრო მეტად გვხვდება ახალშობილებში ან უფროსი ასაკის ბავშვებში. ბავშვებში მისი გავრცელება ხშირად დაკავშირებულია საშარდე გზების ანომალიებთან.

სიმპტომები: ცხელება, გაღიზიანება, შარდვის ჩვევების ცვლილება, შარდის უსიამოვნო სუნი ან მუცლის ტკივილი.

რა იწვევს საშარდე გზების ინფექციას

საშარდე გზების ინფექცია შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორით. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

ბაქტერიული ინფექცია – საშარდე გზების ინფექციის ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის ბაქტერია, რომელიც შედის საშარდე გზებში, ხშირად ნაწლავებიდან და იწვევს ანთებით პროცესს.

ანატომია – ქალები უფრო მგრძნობიარენი არიან საშარდე გზების ინფექციის მიმართ, რადგან როგორც აღვნიშნეთ, მამაკაცებთან შედარებით მათ აქვთ უფრო მოკლე ურეთრა (შარდსადენი), რაც საშუალებას აძლევს ბაქტერიებს უფრო ადვილად შეაღწიონ შარდის ბუშტში.

სექსუალური აქტივობა: საშარდე გზებში ბაქტერიები შეიძლება, სქესობრივმა კავშირმა შეიტანოს.

ჩასახვის საწინააღმდეგო გარკვეული საშუალებები: ჩასახვის კონტროლისთვის განკუთვნილი დიაფრაგმის გამოყენებამ შეიძლება, გაზარდოს საშარდე გზების ინფექციის რისკი.

მენოპაუზა: მენოპაუზის შემდეგ ესტროგენის შემცირების გამო ქალების საშარდე გზებშიც ხდება ცვლილებები, რამაც შეიძლება, გაზარდოს ინფექციის რისკი.

კათეტერის გამოყენება: საშარდე გზებში ბაქტერიების შეტანა და ანთებითი პროცესების გამოწვევა შეუძლიათ შარდის დრენაჟისთვის გამოყენებულ კათეტერებსაც.

დასუსტებული იმუნური სისტემა: დასუსტებული იმუნური სისტემის ან ქრონიკული დაავადებების მქონე პირები მეტად არიან მიდრეკილნი საშარდე გზების ინფექციის მიმართ.

შაქრიანი დიაბეტი: შარდში გლუკოზის მომატებულმა დონემ შეიძლება, ხელი შეუწყოს ბაქტერიების ზრდას და საშარდე გზების ინფექციის განვითარებას.

ცუდი ჰიგიენა: არასწორმა წმენდამ (წინიდან უკან) და სხვა ჰიგიენურმა პრაქტიკამ შეიძლება, გაზარდოს საშარდე გზების ინფექციის რისკი.

დეჰიდრატაცია: საკმარისი სითხის ნაკლებობა ხშირად იწვევს შარდის კონცენტრირებას, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ბაქტერიების ზრდას.

საშარდე გზების ინფექციის ფართოდ გავრცელებული სიმპტომებია: გახშირებული შარდვა, წვის შეგრძნება შარდვის დროს და მტკივნეული შარდვა; მუქი, სისხლიანი ან უცნაური სუნის შარდი; ცხელება, ღებინება, მუცლის ტკივილი, შემცივნება, ოფლიანობა, წელის ტკივილი, მენჯის ტკივილი (ქალებში) ან დისკომფორტი მუცლის ქვედა ნაწილში, საერთო სისუსტე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი