მეტეორიზმის მიზეზები და გამოსავალი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 04.06, 2022 წელი

მუცლის შებერვას სამედიცინო ენაზე მეტეორიზმი ეწოდება. მას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს:
👉საკვები – ნაწლავებში გაზების წარმოქმნას პარკოსნები იწვევენ. შემწვარი კარტოფილი, ახლად გამომცხვარი შავი პური და ქიშმიში ხშირ შემთხვევაში იწვევს შებერილობას, ასევე, ვაშლი და ნესვი –სხვა ხილთან ერთად.
👉სასმელი – მუცლის შებერვას ძალიან უწყობს ხელს ლუდი, შამპანური და გაზიანი სასმელები.
👉ლაპარაკი – სულაც არ იყო მშობლების ახირება, როცა გვეუბნებოდნენ, ჭამის დროს ნუ ლაპარაკობთო. ამ დროს საკვებთან ერთად კუჭში ჰაერიც აღწევს. ჭარბი ჰაერი კი სისხლში ვერ შეიწოვება, ნაწლავებში გროვდება და შებერილობას იწვევს.
👉ემოციები – ნერვიული დაძაბულობის დროს საკვები კუჭსა და წვრილ ნაწლავებს ელვის სისწრაფით, თითქმის მოუნელებელი გაივლის. ბოლოს მსხვილ ნაწლავში დაგროვდება, დუღილსა და ლპობას დაიწყებს, რაც იწვევს დისკომფორტის შეგრძნებას.
იმან, რაც დიდი რაოდენობით გაზების დაგროვებას იწვევს ერთ ადამიანში, შესაძლოა, სულაც არ შეაწუხოს მეორე.
ის ნივთიერებები, რომლებიც გაზებს წარმოშობს, შედის: შემდეგი პროდუქტების შემადგენლობაში:
👉ყვავილოვანი ბოსტნეული – თეთრი კომბოსტო, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბოკ-ჩოი და ბრიუსელური კომბოსტო;
👉 ბურღულეული;
👉რძის პროდუქტები, რომლებიც ლაქტოზას შეიცავს;
👉ფრუქტოზა, რომელიც ზოგიერთი ხილის შემადგენლობაში შედის და გამოიყენება დამატკბობლის სახით.
უკეთესი იქნება, თუკი მათ საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის სასარგებლო პროდუქტებით ჩაანაცვლებთ.
მეტეორიზმის დროს შემდეგი პროდუქტები დაგეხმარებათ:
სელის თესლი – ეს პროდუქტი მდიდარია სასარგებლო ლიპიდებითა და ცხიმმჟავა ომეგა-3-ით. ის ეხმარება ორგანიზმს ანთებებთან ბრძოლაში. დაუმატეთ ის სახლში დამზადებულ ნატურალურ კოქტეილს, იოგურტს, ფაფებსა და სალათებს.
მოცვი – ფლავონოიდებით მდიდარი პროდუქტი არა მხოლოდ მუცლის შებერილობისას, არამედ ორგანიზმში სითხის შეკავების შემთხვევაშიც დაგეხმარებათ. ამას გარდა, ამ კენკრას ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს, რაც უზრუნველყოფს თავისუფალი რადიკალების კონტროლს.
ალუბალი – ეს სასარგებლო და გემრიელი ნაყოფი ანთების საწინააღმდეგო თვისებით გამოირჩევა და ამასთან, მდიდარია ანტიოქსიდანტებით.
მწვანე ჩაი – ეს სასმელი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ფლობს შარდმდენ თვისებებს. მუცლის შებერილობის დროს გაცილებით სასარგებლოა ერთი ფინჯანი მწვანე ჩაის დალევა, ვიდრე ჩვეულებრივი შავი ჩაის ან ყავის.
ბანანი – კალიუმი, რომელსაც ეს ხილი შეიცავს, შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს იმ შემთხვევაში, როცა მუცლის შებერილობა დაკავშირებულია სითხის შეკავებასთან. ასე რომ, თუ თქვენ საღამოს რაღაც მარილიანი მიირთვით, დააყოლეთ ბანანი.
ზეითუნის ზეთი – მუცლის შებერილობის დროს ძალიან სასარგებლოა საუზმემდე 1 სადილის კოვზი არარაფინირებული ზეითუნის ზეთის დალევა.
ულაქტოზო რძე – ჩვეულებრივი რძის პროდუქტი ხშირად ხდება მუცლის შებერილობის მიზეზი, რადგან ის ლაქტოზას შეიცავს. ამიტომაც, უკეთესი იქნება, თუ მიიღებთ რძესა და იოგურტს ლაქტოზის გარეშე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან