მედიცინა

ლეღვის ჩირის სასარგებლო თვისებები

№3

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 27.01, 2022 წელი

ლეღვის ჩირი
დაკოპირებულია

სეზონურად ხილის სახეობების ამოწურვასთან ერთად, ძირითადად, ჩირზე გადავდივართ. ჩირი, ისევე როგორც ხილი, შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს. სამწუხაროდ, გახმობის დროს C ვიტამინი მთლიანად იკარგება. სამაგიეროდ, ჩირი კარგად ინახავს საკვები ქსოვილის უჯრედისს, რომელიც აუცილებელია საჭმლის ნორმალური გადამუშავებისთვის.

ლეღვის ჩირი – გამომშრალი ლეღვი დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს. მასში გაცილებით მეტი რკინა შედის, ვიდრე ვაშლში. ცნობილია თავისი სასარგებლო, სამკურნალო თვისებებით და ამასთანავე ძალიან გემრიელია. ჩირში შემავალი ეთერზეთები ხელს უშლის სისხლის შედედებას. თუ მსგავსი პრობლემა გაწუხებთ, მიიღეთ დღეში 1 ცალი ლეღვის ჩირი.

ბენზალდეჰიდი, რომელსაც შეიცავს ჩირი, ხელს უშლის კიბოს უჯრედების განვითარებას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ეხმარება თვალის დაავადებებისგან განკურნებაში, განსაკუთრებით – 55 წელს გადაცილებულ ადამიანებს. აჩქარებს მეტაბოლიზმს, არეგულირებს არტერიულ წნევას. ეფექტური საშუალებაა ჯანმრთელი კანის შესანარჩუნებლად. ხელს უწყობს ტვინის მუშაობას. ეფექტურია ცისტიტისა და შარდის ბუშტის ტკივილის წინააღმდეგ. ლეღვის ჩირი, ასევე, სასარგებლოა ძვლებისთვის. ეფექტურია გულის დაავადებების წინააღმდეგ.

მაღალი ტემპერატურის, ანგინის, პირის ღრუსა და ყელის ინფექციების, ბრონქიტის დროს – 1-2 ცალი ჩირი დაჭერით, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი, გააგრილეთ, გაწურეთ და მიიღეთ დღეში 4-ჯერ.

შლის კენჭებს თირკმელებში – 6 ლეღვის ჩირს დაასხით 1 ჭიქა წყალი და აადუღეთ. ეს სასმელი დალიეთ ყოველდღე, 1 თვის განმავლობაში. ეს მეთოდი მხოლოდ დაავადების საწყის სტადიაზე გამოიყენეთ.

ამცირებს ყელის ტკივილს – ყელის ტკივილის შესამცირებლად 3 ლეღვს დაასხით 1 ჭიქა ცხელი რძე, ხარშეთ 10 წუთით და დალიეთ თბილი.

აქრობს გამონაყარს – სახეზე წაისვით ახალი ლეღვის რბილობი 20 წუთის განმავლობაში. ეს საშუალება აკნეს სამკურნალოდ გამოგადგებათ. ახალი ლეღვის წვენის დახმარებით მეჭეჭების მოშორებასაც კი შეძლებთ. გაიკეთეთ ასეთი კომპრესი კვირაში ერთხელ.

აკონტროლებს დიაბეტს – ლეღვი შეიცავს კალიუმს, რომელიც სისხლში ინსულინის შემცირებას უწყობს ხელს. დიაბეტი რომ გააკონტროლოთ, შეჭამეთ ყოველდღე 5 ლეღვის თესლი 1 ჩაის კოვზ თაფლთან ერთად. შედეგს უკვე პირველი კვირის შემდეგ დაინახავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი