მედიცინა

ხალხური საშუალებები ფილტვების ანთების შემდეგ რეაბილიტაციისთვის

№44

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 12.11, 2022 წელი

ფილტვის ანთება
დაკოპირებულია

ფილტვების ანთების შემდეგ დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის მომაგრებასა და რეაბილიტაციას. ამისთვის აუცილებელი არ არის პრეპარატების მიღება. ამაში ოჯახში ნატურალური პროდუქტებისგან მომზადებული საშუალებებიც დაგეხმარებათ.

🔶ორი კვერცხის გული ძალიან კარგად ათქვიფეთ, ჩაასხით ნახევარლიტრიან ქილაში, დაუმატეთ ერთი სადილის კოვზი თაფლი, ამდენივე ღორის ქონი, ერთი სადილის კოვზი კაკაო, 50 გრამი კარაქი და დაასხათ ცხელი რძე, ისე, რომ ქილა შეივსოს და მოურიეთ. დადგით გრილ ადგილზე. მიიღეთ ათი დღის განმავლობაში, დილაობით, უზმოზე ერთი სადილის კოვზის ოდენობით. საუზმე კი მიირთვით ნახევარი საათის შემდეგ. შეისვენეთ ერთი კვირით და კვლავ გაიმეორეთ მომდევნო ათი დღის განმავლობაში.

ეს საშუალება ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებასაც. ძალიან კარგია ბრონქული ასთმის დროსაც – აუმჯობესებს სასუნთქი გზების მდგომარეობას.

ანთებითი პროცესების წინააღმდეგ მარტივი და საკმაოდ ეფექტური საშუალებაა, დაბალ ცეცხლზე მოშუშული ხახვის მიღება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, ასევე, ადრე გაზაფხულზეც. ხახვი ნელ ცეცხლზე ისე მოშუშეთ, რომ არ გაწითლდეს. შეგიძლიათ ცოტა მარილიც დაამატოთ. თუ მარტო ხახვს ვერ შეჭამთ, მცირე რაოდენობით პური მიაყოლეთ. ასე მოშუშული ერთი საშუალო ზომის ხახვი შეგიძლიათ ორ დღეში ერთხელ მიირთვათ, ერთი თვის განმავლობაში. ის არის ყველაზე მარტივი, ხელმისაწვდომი და რაც მთავარია, შედეგიანი საშუალება ანთებითი პროცესების ჩასაქრობად და ფილტვების გასასუფთავებლად.

ანთების შემდეგ რეაბილიტაციისა და გრიპის მკურნალობისთვის გთავაზობთ რამდენიმე ხალხურ რეცეპტს:

🔶 3-4 კბილი ნიორი წვრილად ჩახეხეთ და დაამატეთ 2 სადილის კოვზი თაფლი. მიირთვით ნარევის ერთი ჩაის კოვზი 2-3-ჯერ დღეში, აუცილებლად თბილი წყლის მიყოლებით;

🔶აიღეთ თანაბარი რაოდენობით წყალნაწყენის ბალახი, შავი მოცხარისა და ვირისტერფას ფოთლები. აღნიშნული მცენარეების წვრილად დაქუცმაცებული ნარევის 20 გრამს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ ჩაასხით თერმოსში და გააჩერეთ 1-1,5 საათის განმავლობაში. გადაწურეთ და დაამატეთ თაფლი – თქვენი გემოვნებით. ნაყენი მიირთვით თბილი ან ოდნავ ყოველ სამ საათში, დაავადების პირველი 2-3 დღის განმავლობაში;

🔶 სამი სადილის კოვზი წვრილად დაქუცმაცებული ტუხტის გამხმარ ფესვს დაასხით 3 ჭიქა გადადუღებული ცივი წყალი, გააჩერეთ 10-12 საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და მიღებული ნაყენი მიირთვით დღეში სამჯერ 0,25 ჭიქის მოცულობით.

ქვემოთ მოცემული სასმელი კი არამარტო ფილტვების გაწმენდისთვის არის კარგი, არამედ ის:

👉 აძლიერებს იმუნიტეტს;

👉 კურნავს გულის სხვადასხვა დაავადებას;

👉 ადაბლებს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს;

👉 აუმჯობესებს კანის ფერს;

👉ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს.

მოსამზადებლად საჭიროა:

👉 500 გრამი სტაფილო;

👉 3-4 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი;

👉 წყალი.

გაასუფთავეთ სტაფილო, შემდეგ მოხარშეთ (საშუალოდ). სტაფილოს ნახარში არ გადაღვაროთ. სტაფილო გააცივეთ და მოამზადეთ პიურე. სტაფილოს ნახარშში დაამატეთ თაფლი და კარგად მოურიეთ. ბოლოს შეურიეთ სტაფილოს პიურე და ფილტვების გამწმენდი სასმელი მზადაა. დალიეთ ის, როცა გსურთ, მაგრამ დღის განმავლობაში, მინიმუმ, 2 ჭიქა უნდა მიიღოთ. 7-10 დღის შემდეგ თქვენ ხველას სამუდამოდ დაემშვიდობებით, ხოლო თუ საქმე გაციებით გამოწვეულ ხველას ეხება, მაშინ შედეგს 2-3 დღეშიც მიიღებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი