მედიცინა

ღვიძლის კიბო – რამ შეიძლება მიგანიშნოთ დაავადებაზე

№10

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 20.03

ღვიძლის კიბო
დაკოპირებულია

ღვიძლის სიმსივნეზე ეჭვის მიტანა არც ისე მარტივია. ერთი მხრივ, მისი სიმპტომები ადრეულ ეტაპზე იშვიათად ვლინდება. მეორე მხრივ კი, კლინიკური ნიშნების უმეტესობა არასპეციფიკურია, შესაბამისად, რთულია მათი სიმსივნესთან დაკავშირება. მიუხედავად ამისა, გირჩევთ, არ უგულებელყოთ შემდეგი სიმპტომები:

• საერთო სისუსტე, მუდმივი დაღლილობა;

• თავბრუ;

• მადის უმიზეზოდ დაქვეითება;

• წონის უმიზეზოდ კლება;

• გულისრევის შეგრძნება, ღებინება;

• ძლიერი ტკივილი მუცლის არეში ფიზიკური აქტივობისას;

• მუცლის შებერილობა, რომელიც არ არის დაკავშირებული საკვების მიღებასთან;

• სწრაფად დანაყრების შეგრძნება;

• ღვიძლის ზომაში ზრდა;

• ფეხისა და წელის შეშუპება;

• თვალის თეთრი გარსის, კანისა და ლორწოვანის ყვითელი შეფერილობა;

• ციება, ტემპერატურის მატება, გრიპის მსგავსი სიმპტომები;

• მუქი ფერის შარდი, ღია ფერის განავალი.

გამომწვევი მიზეზები და როდის გმართებთ ყურადღება

დაავადების გამომწვევი კონკრეტული მიზეზი უცნობია, თუმცა კარგად ვიცით ის ფაქტორები და პათოლოგიები, რაც ღვიძლის პირველადი კიბოს განვითარების რისკს ზრდის. ესენია:

• B და C ჰეპატიტი ან/და ღვიძლის სხვა დაავადებები;

• სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ღვიძლის ციროზი;

• თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება;

• სქესი – სტატისტიკურად, ღვიძლის კიბოთი მამაკაცები უფრო ხშირად ავადდებიან;

• ასაკი – დაავადების განვითარების ალბათობა 60 წლის ზემოთ კიდევ უფრო იზრდება;

• დაბინძურებული გარემო;

• გენეტიკური წინასწარგანწყობა;

• ანაბოლური სტეროიდები, რომლებსაც უმეტესად კაცი სპორტსმენები კუნთის მასის გასაზრდელად მოიხმარენ;

• თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევები;

• შაქრიანი დიაბეტი;

• ჭარბი წონა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა