მედიცინა

ექიმის რჩევები

№8

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 05.03, 2023 წელი

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: როცა ვწევარ, შარდის ბუშტთან სიმძიმეს ვგრძნობ, მიჭირს შარდვა, წესიერად ვერ ვიხრები... ეს ანთების ბრალია თუ ძალიან დამიმძიმდა წყლით?

პასუხი: ეს თქვენ უნდა შეაფასოთ. თუ შარდის ბუშტის მიდამოში სიმძიმეს გრძნობთ, უნდა ადგეთ და შეეცადოთ, მოშარდოთ. თუ ვერ შარდავთ ან შარდავთ და მაინც გაქვთ დისკომფორტი, მაშინ გამოკვლევების დასაგეგმად უროლოგს უნდა მიმართოთ.

კითხვა: რა უნდა იყოს მომატებული შარდის საერთო ანალიზში ურეთრიტის და ცისტიტის დროს? და როგორია ურეთრიტის დიაგნოსტიკა?

პასუხი: შარდ-სასქესო გზების ინფექციის დროს შარდის ანალიზში, მნიშვნელოვნად არის მომატებული პათოგენური ბაქტერიების, ლეიკოციტების, ერითროციტების, ეპითელური უჯრედების, ცილის კონცენტრაცია. ურეთრიტის დიაგნოზი, როგორც წესი, სიმპტომებიდან და გასინჯვის შედეგებიდან გამომდინარე ისმება. დიაგნოზის დასაზუსტებლად კეთდება შარდის ანალიზი. თუ არის გამონადენი, მისი ნაცხის აღებაა საჭირო რბილთავიანი ჩხირის შარდსადენის ბოლოში შეყვანით. რომელიც იგზავნება ანალიზისთვის, რათა დადგინდეს გამომწვევი მიკროორგანიზმი.

კითხვა: ჩემს შვილს, ეგრეთ წოდებული, „ქათმის გულმკერდი“ აქვს. თუ შეიძლება, ამან რამე პრობლემა შეუქმნას ჯანმრთელობის მხრივ მომავალში?

პასუხი: „ქათმის გულმკერდი“, ძირითადად, კოსმეტიკური დეფექტია და ფილტვების, გულისა და სისხლის მიმოქცევის მხრივ დარღვევები, ჩვეულებრივ, არ აღინიშნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი