მედიცინა

ექიმის რჩევები

№25

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 05.07

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: ზედა კიდურზე ართრიტისას ბლოკიუმ B12-ის საჯდომის ნაცვლად, პრობლემატურ იმ კიდურზე რომ გავიკეთო შეიძლება?

პასუხი: ასეთ შემთხვევაში ინიექცია კეთდება ღრმად კუნთებში, ამიტომ ოპტიმალური მიდამოა დუნდულა კუნთი, ინიექცია შეიძლება, გაკეთდეს მხარშიც, დელტისებრ კუნთში, თუ კუნთი კარგადაა განვითარებული. ასევე, ბარძაყის კუნთში... თუმცა, ზოგადად, როცა მედიკამენტის დოზა აჭარბებს 1 მილილიტრს მხრის კუნთში შეყვანა არ არის რეკომენდებული.

კითხვა: დედა არის 52 წლის აწუხებს მარცხენა მხარეს ხელის და ფეხის ტკივილი. ანალიზები კარგი აქვს. რევმატიული ტკივილია? რას გვირჩევთ, როგორ მოვიქცეთ?

პასუხი: მოწოდებული ინფორმაცია არასაკმარისია ჩივილის, თუნდაც სავარუდო მიზეზის მითითებისთვის. მდგომარეობაში გასარკვევად კვლევის საწყის ეტაპზე უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს ან თერაპვეტს. ჩივილთან დაკავშირებული რიგი დეტალების დაზუსტების შემდეგ ექიმი გეტყვით, რა მიმართულებით უნდა გაგრძელდეს კვლევები თუ კონსულტაციები.

კითხვა: კბილი „დაპლომბილი“ არ მაქვს, იმ ადგილას ზედა კბილის დაჭერის დროს რატომ არის ტკივილი და თითქოს შიგნიდან რაღაც გაწვებაო?

პასუხი: კბილზე დაწოლისას ტკივილი და შინაგანი ზეწოლის შეგრძნება ნიშნავს, რომ ანთება კბილის ფესვის ირგვლივ არსებულ ქსოვილებში, პერიოდონტშია გადასული. როდესაც კბილებს ერთმანეთს აჭერთ, ფესვის წვერზე არსებული ჩირქოვანი ან სერიოზული სითხე იკუმშება, რაც იწვევს შინაგანი ზეწოლის შეგრძნებას. ეს ხშირად ღრმა, გარეგნულად შეუმჩნეველი კარიესის ან კბილის ბზარის ბრალია, რის გამოც ნერვი დაზიანდა და ინფექცია ძვლისკენ გავრცელდა. მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან ასეთ დროს პროცესი თავისით არ გაივლის და საჭიროა არხების დროული გასუფთავება ინფექციის კერის მოსასპობად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი