მედიცინა

ექიმის რჩევები

№19

ავტორი: „თბილისელები“ 49 წუთის წინ

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: ვარ 30 კვირის ორსული. გავიკეთე გლუკოზა ტოლერანტობის ტესტი ასეთი პასუხია: უზმოზე 85.7 (ნორმა წეირა 55-95), გლუკოზა დატვირთვიდან 1 საათში 172 (ნორმა წერია 140). რამდენად საშიშია და რას მირჩევთ?

პასუხი: ეს მდგომარეობა არ არის პანიკის საფუძველი, თუმცა აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას, რადგან სისხლში შაქრის მომატებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაყოფის წონასა და სამეანო პროცესებზე. უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს.

კითხვა: ღრძილების ანთებამ იცის თუ არა მომენტებში ყელის ან თვალის ტკივილი, ტეხვა?

პასუხი: ღრძილების ძლიერი ანთების დროს (მაგალითად, პერიოდონტიტი ან აბსცესი) შეიძლება ტკივილი გადაცეეს (ირადიაცია) ყელისა და თვალის არეში. ეს ხდება საერთო ნერვული დაბოლოებების (სამწვერა ნერვის) გამო, რომელიც აკავშირებს ყბებს, თვალის ორბიტასა და ყელის მიდამოს. როდესაც ანთება მწვავეა, ორგანიზმი ვერ ახდენს ტკივილის ლოკალიზებას და ის მთელ სახეზე ვრცელდება, რაც „ტეხვის“ შეგრძნებას იწვევს.

კითხვა: სტომატოლოგმა დამინიშნა სუპერდენტოლაინი და უზნაძე-მჭედლიშვილის მალამო, მიშველის?

პასუხი: სუპერდენტოლაინი და უზნაძე-მჭედლიშვილის მალამო საკმაოდ ეფექტური კომბინაციაა ანთების ჩასაქრობად, რადგან სავლები ახდენს პირის ღრუს დეზინფექციას, ხოლო მალამო ქმნის დამცავ ფენას და აჩქარებს ქსოვილების აღდგენას. მიუხედავად იმისა, რომ მალამო ნერწყვის გამო რთულად ჩერდება, მისი მცირე ნაწილი მაინც შეიწოვება ლორწოვანში, ამიტომ ეფექტის გასაზრდელად წასმამდე ღრძილი ბამბის ტამპონით ნაზად გაიმშრალეთ და გამოყენების შემდეგ 30 წუთი საკვები ან წყალი არ მიიღოთ.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი