ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 31.08

კითხვა: გოგონა არის 13 წლის. მისი წნევა მუდმივად 90/60-ია. რამდენად შეესაბამება ეს მაჩვენებელი მის ასაკს? არაფერი არ აწუხებს, არის აბსოლუტურად ჯანმრთელი.
პასუხი: 13 წლის გოგონასთვის წნევის მაჩვენებელი 90/60 mmHg შეიძლება იყოს ნორმის ფარგლებში, განსაკუთრებით, თუ მას არანაირი ჩივილი არ აქვს და თავს კარგად გრძნობს. მოზარდებში დაბალი წნევა ხშირია, განსაკუთრებით სუსტი ან თხელი აღნაგობის გოგონებში. მთავარი ის არის, რომ სხვა სიმპტომები არ ჰქონდეს, როგორიცაა: თავბრუსხვევა, გულისრევა, სიფერმკრთალე, დაღლილობის შეგრძნება, გონების დაკარგვის ეპიზოდები. თუ ამგვარი ჩივილები არ აღენიშნება, მაშინ 90/60 მისთვის ნორმალურ მაჩვენებლად მიიჩნევა.
კითხვა: ხშირად მაქვს სუნთვის უკმარისობა. ყავას რომ დავლევ, მერე ისე ვარ, თითქოს გული უნდა წამივიდეს. რისი ანალიზი ავიღო, სად გამოჩნდება რა მჭირს?
პასუხი: პირველ რიგში, უნდა გამოიკვლიოთ გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემა, დიფერენცირებისთვის მიმართეთ ოჯახის ექიმს ან თერაპევტს.
კითხვა: ჩემს დას (საბერძნეთში ცხოვრობს) საშვილოსნოს ყელზე აქვს ეროზია. პაპ ტესტის მაჩვენებლით – საყურადღებო მდგომარეობაა – ცინ 2. იქ უთხრეს, ოპერაციაა საჭიროო. აპირებს გადმოფრინდეს და აქ გადაამოწმოს – კვლევები გაიკეთოს. ასეთ მდგომარეობაზე რამდენად სასწრაფოა ოპერაცია ან ონკო პროცესი თუ არის დაწყებული?
პასუხი: პასუხი საყურადღებოა, მაგრამ რამდენად სასწრაფოა, ამის დასადგენად აუცილებელია, ჩატარდეს პაპილომა ვირუსის დნმ ტიპირება.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან