მედიცინა

ექიმის რჩევები

№39

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 06.10

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: დაახლოებით 4 დღეა, დამეწყო ფეხების შეშუპება (ტერფების), წვა და თითქოს მიბუჟდება. ორი ბავშვი მყავს და სახლშიც სულ მოძრაობაში ვარ. რისი ბრალი შეიძლება, იყოს? წონით არ ვარ დიდი 58 კილოგრამი და 160 სანტიმეტრი. არ ვიღებ ცხიმიანებს და არასწორადაც არ ვიკვებები.

პასუხი: ტერფების შეშუპებასა და დაბუჟებას შესაძლოა, ჰქონდეს ორთოპედიული, ნევროლოგური ან ანგიოლოგიური ხასიათი, თუმცა, მას რიგ შემთხვევაში, სხვა ზოგადი პათოლგიებიც იწვევს. დიფერენცირებისთვის ჩივილთან დაკავშირებული რიგი დეტალების დაზუსტებაა საჭირო. ამიტომ, პირველადი შეფასებისთვის, უპირველეს ყოვლისა, მიზანშეწონილია ზოგადი პროფილის ექიმთან (ოჯახის ექიმი ან თერაპევტი) ვიზიტი. შემდგომი კონსულტაციებისა და კვლევების აუცილებლობას ის განსაზღვრავს.

კითხვა: სწორი ნაწლავიდან არადეფეკაციის დროს, თავისთავად მაქვს მცირე რაოდენობის განავლიანი გამონადენი. რისგან შეიძლება, იყოს გამოწვეული?

პასუხი: თუ უნებლიე დეფეკაციას გულისხმობთ ამის მიზეზი შეიძლება, იყოს ზურგის ტრავმა, სწორი ნაწლავის სფინქტერის (მომჭერი კუნთის) სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ტრავმული დაზიანება/ატონია, დაზიანება ქირურგიული ჩარევისა თუ სამშობიარო ტრავმის დროს, სწორი ნაწლავის პროლაფსი ანუ გამოვარდნა, ასევე, ზოგადი დაავადება, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი ან გაფანტული სკლეროზი. დიაგნოსტიკისთვის მიმართეთ პროქტოლოგს და ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.

კითხვა: ბავშვს აქვს პურის ფქვილის ჭამის სურვილი, გთხოვთ დამაკვალიანოთ.

პასუხი: გაუკუღმართებული გემოვნება რკინადეფიციტური ანემიისთვის არის დამახასიათებელი. მდგომარეობის ობიექტურად შესაფასებლად და დიაგნოზის დაზუსტებისთვის საჭირო თანმიმდევრული კვლევების დასანიშნად ბავშვი აუცილებლად აჩვენეთ პედიატრს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა