მედიცინა

ბოყინის მიზეზი და პროფილაქტიკა

№9

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 07.03, 2024 წელი

ბოყინი
დაკოპირებულია

ბოყინის მიზეზი შეიძლება, უამრავი რამ იყოს. ძირითადად, გამოიყოფა ორი ჯგუფი. პირველ ჯგუფს მოიცავს ადამიანების ის კატეგორია, რომელთა ცხოვრების წესი განაპირობებს მათ არაჯანსაღ და სწრაფი ტემპით კვებას. მოგეხსენებათ, კუჭში ყოველთვის არის ჰაერი, რომელიც ჩაყლაპული ჰაერისა და კუჭში მოხვედრილი ტუტე საკვების ან სითხის წვენთან რეაქციის შედეგად წარმოიქმნება და კუჭიდან საყლაპავისა და პირის ღრუს გავლით გამოიყოფა. ამ დროს კუჭში დიდი რაოდენობით ჰაერი ხვდება, რაც საბოლოო ჯამში ბოყინის სახით ვლინდება. რაც შეეხება მეორე, უფრო დიდ ჯგუფს, აქ შესაძლოა საქმე გვქონდეს სხვა რომელიმე დაავადებასთან, რომლის გამოვლინებაც არის ბოყინი. ეს შეიძლება იყოს კარდიოსპაზმი, გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება და ასე შემდეგ.

მსგავსი მოვლენა ფიზიოლოგიურ ნორმად მიიჩნევა, თუ ადგილი აქვს ერთეულ შემთხვევებს, ისიც – დიდი ოდენობის ან სწრაფად და არასათანადოდ დაღეჭილი საკვების მიღების დროს, მაგრამ თუ ბოყინი რეგულარულია, თავს იჩენს ნებისმიერი საკვების მიღების შემდგომ ან ცარიელ კუჭზე და მუდამ შემაწუხებელი სუნი აქვს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება უნდა ვივარაუდოთ.

მნიშვნელოვანია მოერიდოთ ისეთი საკვების მიღებას, რომლებიც პროვოცირებას უწევენ ამ სიმპტომს. ზოგიერთი საკვები რთულ ნახშირწყლებს შეიცავს და გადამუშავებისთვის დიდ დროს მოითხოვს. ასეთი შეიძლება, იყოს: თეთრი კომბოსტო, ბროკოლი, პარკოსნები და გაზირებული სასმელი. ხშირად ისინი კუჭში გაზების წარმოქმნის მიზეზები ხდება, შედეგად კი ხშირ ბოყინს იწვევს. თუმცა,, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ტიპის პროდუქტების მიღებაზე უარი უნდა ვთქვათ, უბრალოდ, ზომიერად უნდა მივირთვათ.

მკურნალობა განისაზღვრება გამომწვევი ფაქტორების მიხედვით. მას შემდეგ, რაც დადგინდება ბოყინის მიზეზი, მაგალითად, თუ გასტრიტის პრობლემა გამოვლინდება, ბუნებრივია, მკურნალობა ამ მიმართულებით გრძელდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი