იუმორი

ვიზიტი ვეტერინართან

№16

ავტორი: „თბილისელები“ 22:00

გია ჯანჯალაშვილი
დაკოპირებულია

გია ჯანჯალაშვილი იხსენებს:

„გერმანიაში ვიყავით გასტროლებზე. წინა დღეს სახსრები ამტკივდა. ჩვენი მასპინძელი ერთი ქალბატონი იყო, რომელმაც ვეტერინართან წამიყვანა, რადგან ადამიანების ექიმებთან ვიზიტი ძალიან ძვირი ღირდა. მე მაღაზიაში მაიმუნის პარიკი ვიყიდე, რომ დავმსგავსებოდი ცხოველს და ამგვარად მივედით ვეტერინართან. რიგში ჩემს წინ სამი ძაღლი და ორი ინდაური იდგა. პაციენტს რომ დავმსგავსებოდი პარიკთან ერთად მაიმუნივით მანჭვა-გრეხვა დავიწყე. ძაღლები აყეფდნენ, ინდაურებმა კი სპეციფიკური ხმების გამოცემა დაიწყეს. ჩემი რიგი რომ დადგა და შევედი, მაიმუნობა გავაგრძელე. ექიმმა ერთხანს მიყურა. ჩემმა თანმხლებმა ქალბატონმა კი აუხსნა, რაშიც იყო საქმე და უთხრა, გასტრიტი სჭირსო, მე დავამატე პოლიგასტრიტი-მეთქი, ექიმმა კი ახლად გამოსული პრეპარატი დამინიშნა, რომელსაც ცხენი ეხატა, ანუ ცხენის სახსრების სამკურნალო წამალი. თან მითხრა, შენნაირი პაციენტი ჯერ არ მყოლიაო. წამალმა მიშველა და მეორე დღეს სპექტაკლი ვითამაშე. იმ ექიმს მე აიბოლიტის პრემიას მივანიჭებდი“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი