მონადირე კომუნისტები
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 22.04
ერთხელ სტალინთან გამოძახებაზე, საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის ხელმძღვანელი, ფადეევი უნდა მისულიყო, მაგრამ მისი მოადგილე ტიხონოვი მივიდა.
– კი მაგრამ, სად არის ფადეევი? – იკითხა სტალინმა.
– ამხანაგი ფადეევი სანადიროდ წავიდა და ჯერ არ დაბრუნებულა, – იყო პასუხი.
– ჩვენთან ამხანაგ ნიკოლოზ შვერნიკსაც უყვარს ნადირობა, მაგრამ ის მიდის შაბათს, კვირას გამოზარხოშდება („ნაბახუსევზე გამოდის“), ხოლო ორშაბათს გამოდის სამსახურში.
მსგავსი „ნადირობის“ შემთხვევის შემდეგ სტალინმა ფედეევს ჰკითხა, სად დადიოდა.
– გაბმულად ვსვამდი, რათა ნაბახუსევი დამეძლია, – უპასუხა მან პირდაპირ.
– და რამდენ დღეს გიგრძელდებათ თქვენ ეს?
– ათი დღე, ამხანაგო სტალინ.
– მაგრამ არ შეგიძლიათ, თქვენ, როგორც კომუნისტმა, ეს ღონისძიება 3-4 დღემდე შეკვეცოთ?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





