იუმორი

მხატვრის ხუმრობა

№15

ავტორი: „თბილისელები“ 22:00

იუმორი
დაკოპირებულია

მსახიობი გოგუცა კუპრაშვილი იგონებდა: „მაგონდება ერთი კურიოზი: ერთხელ, დილით რეპეტიციაზე მისვლისთანავე მომესმა სანდრო ახმეტელის საშინელი ყვირილი. ახლოს როგორ გავბედავდი მისვლას, შორიდან დავზვერე. მთელი დასი თავჩაღუნული იდგა. ზოგი ხელებს შლიდა აღშფოთების გამოსახატავად. რას ვხედავ – მთლად ჩალეწილიყო ვეებერთელა სარკე, შესასვლელში რომ ეკიდა.

სანდრო ახმეტელმა ბრძანება გასცა:

– ამ წუთში აქ მომიყვანეთ წუხანდელი და ამ დილის ყველა დარაჯი და მორიგე! თან ცოფებს ყრიდა: ნუთუ ისე დაიხოცა ყველა, რომ ვერავინ ხმა ვერ გაიგონაო.

ამ დროს მხატვარმა ირაკლი გამრეკელმა უთხრა:

– თუ სიტყვას მომცემ, რომ არ დასჯი, მე გეტყვი, ვინ ჩაიდინა.

სანდრო ახმეტელმა სიტყვა მისცა.

ირაკლიმ ერთი გულიანად გადაიხარხარა და უთხრა:

– გატეხილი არ არის, ეგ მე დავხატე – დღეს ხომ პირველი აპრილია?! გადაუსვი ჩვარი და ისევ მთელი იქნება.

მართლაც, ისე ოსტატურად დაეხატა, არავის ოდნავი ეჭვიც კი არ შეჰპარვია, რომ გატეხილი არ იყო.

ყველანი გაოცებული შევყურებდით სრულიად მთელ სარკეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი