იუმორი

ალექსანდრე გამათავისუფლებელი

№16

ავტორი: ნინო კანდელაკი 23:00 29.04

გუბაზ სანიკიძე
დაკოპირებულია

გუბაზ სანიკიძე ყვება:

„საქართველოში ჩამოსული იყო რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე, გამათავისუფლებლის სახელით ცნობილი – ანუ ვინც ბატონყმობა გააუქმა. მას იმერეთის თავადაზნაურობა შეხვდა. იმპერატორს ქართველი თავადი დადიანი ახლდა. იმპერატორმა თავად-აზნაურებს ჰკითხა, რა გაგიკეთოთო. ისინი კი შეეხვეწნენ, ჩვენი ყმები დააბრუნეო. რაც ბატონყმობა გააუქმეთ, ბაღ-ვენახები დაგვიხმა და ძალიან გაგვიჭირდაო. იმპერატორი ვერ შეუსრულებდა ამ თხოვნას და გაწბილებული წავიდა. დადიანი კი მიუბრუნდა მთხოვნელებს და უთხრა: ან სკოლის აშენება გეთხოვათ, ან გზის გაკეთება, ან სხვა რამ. კაცმა ბატონყმობა გააუქმა და თქვენ რა სისულელეს სთხოვდით. თქვენს ბაღ-ვენახებს თქვენვე მიხედეთო“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი