იუმორი

„ჩემულობს” თუ „იბრალებს”

№15

ავტორი: „თბილისელები“ 11:00

იუმორი „თბილისელებისგან“
დაკოპირებულია

ძველი ისტორიებიდან - გურიაში არის ასეთი გამოთქმა ჩემულობს, მაგალითად, ვეტექიმობას ჩემულობს ან ელექტრიკობას ჩემულობს, ასევე იტყვიან მატორისტობას იბრალებს და ასე შემდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემულობს და იბრალებს სიტყვა „დილეტანტიზმის” ერთგვარი შესატყვისები გახლავთ.

ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი ასეთი ისტორიაა: გურიის ერთ სოფელში ძროხა გახდა ძალიან ცუდად, პატრონს მეზობელმა, რომელიც ვეტექიმობას ჩემულობდა ასწავლა „მატორის“ ზეთი დაალევიეო, დაალევინეს და ძროხა უარესად გახდა. აი, რა მიქენიო, ეცა პატრონი ჭკუის მასწალებელს, იმანაც - ალბათ, ზეთი მეტი მოგივიდა და მაი რომ გაანეიტრალოს ახლა „სალიარკა“ დაალევიეო. დაალევინეს „სალიარკა“ და თლა წეიქცა ძროხა. ახლა უკვე ვეტექიმს დაუძახეს, იმანაც იკითხა - რამე ხო არ დაალევიეთო? - ჯერ „მატორის“ ზეთი დავალევიეთ და რომ არ უშველა, ერთი ვედრო „სალიარკაო“, უპასუხეს.

- „გაზაპრავკებული“ ქე გყოლიათ და ახლა „რული“ დოუყენეთ და ეგება ოზურგეთის ბოინამდე მისი „ხოდით“ მივიდესო, ურჩია ვეტექიმმა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი