იუმორი

ვინ და რა ფეხით გააცილა ქართველი მოჩხუბრები მსოფლიო ჩემპიონატზე

№14

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 13.04, 2021 წელი

კობა ტყეშელაშვილი
დაკოპირებულია

სპორტსმენი კობა ტყეშელაშვილი იხსენებს: 

„მიუხედავად იმისა, რომ მწირი დაფინანსება გვქონდა, მე და ჩემი ბიჭები თითქმის ყველა ტურნირზე ვიმარჯვებდით. 2017 წელს, როგორც იქნა, კარგი დაფინანსება მივიღეთ. მშვენივრად მოვემზადეთ და ჩინეთში მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი იმედებით გავემგზავრეთ. თუმცა, პირწმინდად დავმარცხდით. უკან მოვფრინავთ. ღამეა და დანა პირს არ მიხსნის. მრცხვენია.

უცებ ჩემი რიგის გაყოლებაზე ქალის ჩურჩული მესმის. ის ერთ-ერთ ჩემს მოჩხუბარს ეკითხება, – რა სახეობის სპორტსმენები ხართო. მოჩხუბრებიო, – მიუგო ჩემი გუნდის წევრმა, თან ქალთან „გაიმარიაჟა“, – ჩინეთში ჩემპიონები გავხდითო.

– ყოჩაღ! თბილისიდან მე გაგაცილეთ და ხომ ხედავ, რა კარგი ფეხი მქონიაო, – უთხრა აჟიტირებულმა ქალმა.

მერე მის წინ მჯდომ მინისტრის მოადგილეს მხარზე ხელი დაჰკრა და წარმატებები უსურვა. ის კაცი ორ დღეში მოხსნეს. ჩინეთზე კი, რომელიც წყალდიდობამ დააქცია, უკვე აღარაფერს ვამბობ“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი