იუმორი

ცნობილი ადამიანების უცნაური ჩვევები

№31

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 11.08, 2022 წელი

იუმორი
დაკოპირებულია

სალვადორ დალი – გენიალური მხატვარი ყოველთვის არასტანდარტულ ადამიანად ითვლებოდა. მაგრამ, მისი ზოგიერთი ქმედება, მაინც გაკვირვებას იწვევს. მაგალითად, ის ეგრეთ წოდებულ „წამიერ სიესტებს“ იწყობდა: ჯდებოდა სავარძელში, რომლის გვერდით თეფში იდგა. ხელში ლითონის გასაღებს იჭერდა და ასე ისვენებდა. იმ შემთხვევაში კი, თუ ჩაეძინებოდა, ხელიდან გასაღები უვარდებოდა, ის თეფშზე ეცემოდა და ამ ხმაზე, დალის ეღვიძებოდა. როგორც თავად მხატვარი ამბობდა, ასეთი პაუზები, მისთვის ახალი შთაგონების წყარო იყო.

***

ვიქტორ ჰიუგო – ფრანგი კლასიკოსი ვიქტორ ჰიუგო, საკუთარ ნაწარმოებებს ხშირად, სრულიად შიშველი წერდა. ეს ერთგვარი თვითშანტაჟი იყო: მწერალი მოსამსახურეს მისი სამოსის წაღების ბრძანებას აძლევდა, რომ სახლიდან გასვლის ცდუნებას არ აჰყოლოდა და სამუშაოს არ მოსცდენოდა. ნებაყოფლობითი პატიმრობა მხოლოდ მას შემდეგ სრულდებოდა, როდესაც გეგმით გათვალისწინებული რაოდენობის გვერდს დაწერდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი