იუმორი

თანაგრძნობა – ცივილიზაციის ნიშანი

№52

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 30.12, 2020 წელი

გაიღიმეთ...
დაკოპირებულია

ამერიკელმა ანთროპოლოგმა მარგარეტ მიდმა თავის სტუდენტებს ჰკითხა, თუ რა მიაჩნდათ ცივილიზაციის პირველ ნიშნად. სტუდენტებს ეგონათ, რომ ლექტორი დაიწყებდა მოყოლას კაჟისა და ობსიდიანის არტეფაქტებზე, სათევზაო მოწყობილებასა თუ თიხის ჭურჭელზე. მაგრამ არა... 

მარგარეტმა უთხრა მათ, რომ უძველეს კულტურაში ცივილიზაციის პირველი ნიშანი არის ბარძაყის ძვალი, რომელიც გატეხილი იყო და შემდეგ შეხორცდა.

მიდმა ახსნა, რომ ცხოველთა სამყაროში თუ ცოცხალი არსება ფეხს მოიტეხს, ის აუცილებლად იღუპება. მოტეხილი ფეხით ის ვერ გაექცევა საფრთხეს, ვერ მიაღწევს მდინარემდე, რათა წყურვილი მოიკლას, ვერ ინადირებს. ის მტაცებლების ლუკმა ხდება, რადგანაც ძვლის შეხორცება ხანგრძლივი პროცესია.

მოტეხილი და შემდეგ შეხორცებული ბარძაყის ძვალი მიანიშნებს, რომ ვიღაცამ დრო დახარჯა, რათა დარჩენილიყო დაშავებულთან, გადაეხვია ჭრილობა, გადაეყვანა უსაფრთხო ადგილას, დახმარებოდა და გამოეკვება უმწეო თვისტომი. ძნელბედობის დროს სხვისი დახმარების სურვილი – აი ეს არის ცივილიზაციის დასაწყისი, – დასძინა მარგარეტ მიდმა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი