იუმორი

თანაბარ პირობებში

№19

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 18.05

რატი იონათამიშვილი
დაკოპირებულია

რატი იონათამიშვილი ჰყვება: 

„შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის პირველი ტურნირი ბოულინგში ჩავატარეთ. მოვიწვიეთ ცნობილი სახეები, ჩავსვით ეტლებში და წყვილებში ვასპარეზობდით. ამით ხაზს ვუსვამდით, რომ ყველა თანაბარ პირობებში ვიმყოფებოდით. ტურნირის დაწყებამდე რეპეტიციებს გავდიოდით და ერთი ახირებული კაცი დიდი ყურადღებით გვაკვირდებოდა. ეტყობოდა, რომ ტურნირის ასეთი ფორმატი, ანუ ის, რომ ცნობილი სახეები ეტლებში ისხდნენ, არ მოსწონდა. მე განვუმარტე: ეს ყველას თანაბარ პირობებში ჩაყენებას ნიშნავს-მეთქი. იმან კი მიპასუხა: რაღა ესენი ჩასვით ეტლებში, თქვენ დამდგარიყავით ფეხზეო...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...