იუმორი

სისხლი თავისას შვება

№24

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 22.06, 2022 წელი

დიტო ქისიშვილი
დაკოპირებულია

დიტო ქისიშვილი ჰყვება: 

„უბანში ერთი სომეხი სლავიკა გვყავდა. საპოჟნიკი იყო. თბილისი ძალიან უყვარდა და ხშირად ამბობდა: თბილისში დაიბადა ჩემი პაპის პაპის პაპაო. სლავიკას ბუტკაში ისნის ჭაჭას ვსვამდით ხოლმე ბიჭები. მოკლედ დიდი მეგობრობა და სიყვარული იყო. წლებია გასული, სლავიკა არ მინახავს და თეატრალურიდან ჩავუხვიე. უცებ სლავიკამ არ ამოუხვია? პაუზა გააკეთა, თვალები მოჭუტა. მიცნო და დაიძახა: ვა, დიტო-ჯან მოდი უნდა ვაკოცოო. გადავეხვიეთ ერთმანეთს და ვეუბნები: სლავიკ, შენი პაპის პაპის პაპაა აქ დაბადებული და არ იცი, რომ „ვაკოჩო“ კი არა გაკოცო უნდა თქვა-მეთქი. სლავიკამ მიპასუხა: კი ვიცი დიტო-ჯან, მაგრამ კროვი არ მიშვებსო.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი