იუმორი

სესილიას ალიყური

№34

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 27.08, 2024 წელი

იუმორი
დაკოპირებულია

გიორგობას დავიბადე და გურამი დამარქვესო, ხუმრობდა გურამ ლორთქიფანიძე, არაჩვეულებრივი კაცი.

ლორთქია, როგორც მას მეგობრები ეძახდნენ, ვერაზე ცხოვრობდა, დღემდე ინახავს ვერის უბანი მის მიერ ნაამბობ თავგადასავლებს. ესეც მისი ნაამბობი პატარა ისტორიაა:

- ,,ცისფერი მთების“ გადაღება მიმდინარეობს, სესილია თაყაიშვილი, რომელიც როლზე ძლივს დაითანხმა რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ, ავადმყოფობს და გადაღებებზე საავადმყოფოდან მოჰყავთ. მე, კი, ისე დამემთხვა, რომ რამდენიმე დღე პურმარილზე ყოფნა მიწევს, დილით ,,პარხმელიაზე” ვარ და წესიერად ვერ ვთამაშობ. ერთხელაც, ვეღარ მოითმინა სესილიამ, გვერდით გამიყვანა და მეუბნება:

– სიკვდილს რატომ არ მაცლი, შენი დედა ...?

გადავირიე, გავშრი, შევუტიე, ამან სულ გააცეცხლა სესილია და ისეთი მთხლიშა ყბაში, ყბა გვერდზე მომექცა. უცებ გამოვფხიზლდი, ათასი ბოდიში მოვუხადე, წარმოგიდგენიათ, როლზე უარი რომ ეთქვა? სესილიას ,,შემაქანას” გარეშე რა ეშხი ექნებოდა ,,ცისფერ მთებს“? არც მე მელოდა კარგი დღე, ელდარი უეჭველი მომხსნიდა როლიდან. მაპატია, მეც გადავრჩი და ფილმიც.”

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

13-19 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა