იუმორი

საოცნებო სოფი

№13

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 09.04

სოფი ლორენი
დაკოპირებულია

ერთ დღეს სოფი ლორენი საქართველოს ესტუმრა და თბილისში ჩამოვიდა.

თბილისის სასტუმროში, სადაც სოფი ლორენი იმყოფებოდა, ყოველდღე მის ნომერში ვარდების ულამაზესი თაიგული მიჰქონდათ მხოლოდ ერთი წარწერით: „გივი“.

რა თქმა უნდა, იტალიელი ულამაზესი მსახიობი ამით მოხიბლული იყო.

ბოლო დღეს, როცა სოფი ლორენი უნდა გამგზავრებულიყო იტალიაში, სასტუმროში ყვავილებით თავად გივი მივიდა მასთან და მხოლოდ ის სთხოვა, რომ თვითმფრინავში შესვლისას მობრუნებულიყო მათკენ, ვინც მას აცილებდა და ერთი სიტყვა ეთქვა: „გივი“!

დიდმა მსახიობმა უხერხულად იგრძნო თავი და აბა, უარს როგორ ეტყოდა გულუხვ გივის და აეროპორტში ტრაპზე ასვლისას დაიძახა ხმამაღლა: გივი!

ამ დროს გამცილებლებთან ერთად თვითონ გივიც იყო და სოფი ლორენმა რომ დაიძახა გივი, მან ასე უპასუხა გამცილებლების მოსასმენად: პაიჟაი, პაიზჟაი რა, ნუ დამღალეო - და გივი გატრიალდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა