იუმორი

საინტერესო ფაქტები ცნობილებზე

№24

ავტორი: „თბილისელები“ 15:00

აგატა
დაკოპირებულია

* ნაპოლეონ ბონაპარტს ჰქონდა ჩვეულება, არ გაეხსნა თავისი კორესპონდენცია სამი კვირის განმავლობაში – ამ პერიოდში საკითხთა უმეტესობა, რომლებიც წერილებში იყო აღნიშნული, თავისთავად წყდებოდა (გადაიჭრებოდა) და აღარ ითხოვდა მის ყურადღებას.

* რიჩარდ ლომგულმა თავისი მზარეული რაინდად აკურთხა. იმ დროებაში კარგი მზარეულები ძალზე ძვირად ფასობდა, რამეთუ შუა საუკუნეების ჰიგიენურ პირობებში პირდაპირი მნიშვნელობით მზარეულზე იყო დამოკიდებული, ცოცხალი გადარჩებოდნენ თუ არა ნადიმის მონაწილეები.

* გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჰანს ქრისტიან ანდერსენმა კომპოზიტორთან ერთად განსაზღვრა მუსიკა თავისი დაკრძალვის დღეს. იცოდა რა, რომ მისი ცხედრის გამცილებელთა შორის ბევრი ბავშვი იქნებოდა, მან სთხოვა, შეერჩია რიტმი, რომელიც პატარა ნაბიჯების შესაბამისი იქნებოდა.

* აგათა კრისტი ყველა ანკეტის შევსების დროს, განყოფილებაში – „საქმიანობის სახეობა“ – მიუთითებდა: „გათხოვილი ქალი“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი