იუმორი

რამ გაახარა და თან ასე

№23

ავტორი: „თბილისელები“ 15:51

„თბილისელების“ იუმორი
დაკოპირებულია

ათანასეს უხარია,

როცა ჩაი მდუღარეა.

ათანასეს უხარია,

თუ ჩაიზე სუხარია.

ათანასეს უხარია,

როცა ცეცხლი მქუხარეა.

ათანასეს უხარია –

ცეცხლი საჩიბუხარია.

ათანასეს უხარია,

რომ საწოლთან ბუხარია.

ათანასეს უხარია,

რომ საწოლიც მდუღარეა.

თუმც ზამთარი მწუხარეა,

ათანასეს უხარია...

ათანასეს უხარია,

ცოლი რომ ჰყავს მსუქანია.

გალაკტიონი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი