გულუხვი კახელები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 20.06
ირაკლი კაკაბაძე იხსენებს:
„მამაჩვენი ყვებოდა, სტუდენტი ვარ, 60-იანი წლებია, გაჭირვებაა. კახეთში 6 ბიჭი საქეიფოდ ნათლობაში დაგვპატიჟეს. არაბული, მაგარი „ნასკები“ მქონდა, რომელსაც ყველგან ვიცვამდი. დროთა განმავლობაში ეს ნასკები გაცვდა. ამიტომ გაცვეთილ ნაწილს ფეხსაცმელში ვიტანიებდი, ისე, რომ მხოლოდ ყელი ჩანდა და ასე დავდიოდი. კახეთშიც ასე წავედი. ზღაპრული სუფრა გაგვიშალეს. მაგრამ ტალახში ფეხსაცმელები დაგვესვარა. მაგრად დავთვერით და დავიძინეთ. დილით კი ყველაზე ადრე მე გამეღვიძა. ვხედავ, ფეხსაცმელები გარეცხილია, „ნასკებიც“. თან, მთელი სოფელი დგას და ელოდება, ნახონ თუ ვინ ჩაიცვამს გაცვეთილ ნასკებს. მეც ავდექი, ყველაზე საუკეთესო ჩავიცვი. მასპინძელს გამოვემშვიდობე – მეჩქარება-მეთქი და წამოვედი. მოკლედ ჩემი „ნასკები“ ნათლიას შეხვდა. კახელებმა მას რამდენიმე წყვილი ნასკი უყიდეს, ფეხსაცმელიც. ფულიც მისცეს და 2 ჩანთა საჭმელიც გამოატანეს... კარგა ხანს ვდარდობდი, ნეტავ მე ჩამეცვა ჩემი „ნასკები“-მეთქი...“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





