იუმორი

მწვერვალს მიღწეული

№22

ავტორი: „თბილისელები“ 11:00

იუმორი
დაკოპირებულია

ინდაური და ხარი საუბრობენ.

– ჩემი ოცნებაა, ხის წვერზე ავძვრე, ამბობდა ინდაური, მაგრამ სუსტი ვარ და ძალა არ მყოფნის.

– მერე რატომ არ კენკავ ჩემს ნეხვს? – უთხრა ხარმა, – მასში ხომ ბევრი საკვები ნივთიერებაა.

ინდაურმა შეჭამა ნეხვი და მართლაც მიიღო საკმარისი ენერგია, რომ ხის ქვედა ტოტზე ასულიყო.

მეორე დღეს კიდევ რომ შეჭამა, მეორე ტოტსაც მიაღწია.

ბოლოს, მეოთხე დღეს, ინდაური ამაყად იჯდა ხის წვერზე და გარემოს გასცქეროდა.

ამ დროს ის ფერმერმა შეამჩნია, ესროლა თოფი და ჩამოაგდო.

მორალი: ნეხვის ჭამით შეიძლება, მწვერვალს მიაღწიო, მაგრამ იქ დიდხანს ვერ გაჩერდები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი