იუმორი

ასე ებრძოდნენ მრევლში ძილს

№23

ავტორი: „თბილისელები“ 15:46 17.06

იუმორი
დაკოპირებულია

ბრიტანულ ეკლესიებში მეთვრამეტე საუკუნეში მრევლის ერთ-ერთ წევრს ავალებდნენ გამღვიძებლის როლი შეესრულებინა. წირვის დროს ის ყურადღებას აქცევდა მრევლს და თუ რომელიმე თვლემას იწყებდა, გრძელ ჯოხს მათ თავში ურტყამდა. მამაკაცები სპილენძის ბუნიკით დარტყმას იღებდნენ, ხოლო ქალები, ჯოხის მეორე ბოლოში დამაგრებული მელიის კუდით.

მსგავსი ტრადიცია არსებობდა იაპონიის ძენ-ბუდისტურ მონასტრებში: მოძღვარი სპეციალურ იარაღს – კეისაკუს ურტყამდა ზურგში დაუდევარ მონაზვნებს, რომლებიც მედიტაციის დროს იწყებდნენ თვლემას ან კონცენტრაციას კარგავდნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი