რუსული ხასიათი
ავტორი: „თბილისელები“ 11:00 06.09

სამასი წელიწადია, რაც რუსს ჩასჩიჩინებს რუსული კულტურა, კაცობრიობის მესია ხარო. ჯერ რუსული მართლმადიდებლობით ქადაგებდნენ კაცობრიობის გადარჩენას, ახლა - რუსული სოციალიზმით.
ამან ისე დააჩლუნგა უბრალო რუსი მოქალაქის გონება, რომ როცა ვინმეს დასამონებლად და დასაჩაგრავად გზავნიან, ჰგონია, მის გადასარჩენად და დასახმარებლად მივდივარო. რუსეთმა კავკასიის, ბალტიისპირეთის, შუა აზიის ხალხები ისე დაიპყრო, რომ რუსეთის კულტურის მოღვაწეთა შორის ერთი კაციც კი არ გამოჩენილა ისეთი, ვინც პირუთვნელად ამხელდა რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკას. პირიქით, ხოტბა-დიდებას უმღერდნენ. ამით გაბრუებულ რუსს, სადაც მივა, ყველაფერი მისი ჰგონია.
აკაკი ბაქრაძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...