იუმორი

როცა სტუმრად „მეობაა“

№14

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 15.04

იუმორი
დაკოპირებულია

მურმან შათირიშვილი ყვება: 

„ქუთაისში ერთი კაცი იყო – ოთარ სულაბერიძე, იგივე „მეობა“. ერთხელ ცუდად გახდა და სოსო ხარაბაძემ სახლში წაიყვანა, ტახტზე დააწვინა და ცოლსა და დედას სთხოვა: მიხედეთ, მე კი წამლებს მოვუტანო. გარეთ რომ გავიდა, მეზობელს, გრიშა მღებროვს უთხრა: ტელევიზორს ჩაუწიე, „მეობაა“ შეუძლოდო. გრიშამ კი საერთოდ გამორთო ტელევიზორი. ხარაბაძემ გზაში იფიქრა, მე ვიცი რა წამალიც მოუხდებაო. გოგისვანიძეების რესტორანში მივიდა, მუსიკოსები წამოიყვანა, სახლში კი სუფრა გაშალა და მთელი ღამე ვქეიფობდით, ვუკრავდით, ვმღეროდით და მღებროვს უთქვამს, მე რატომღა გამომართვევინეთ ტელევიზორიო“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა