იუმორი

როცა შეყვარებულის ანჩხლი მამიდა მოგდევს

№3

ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 25.01

ანა წითლიძე
დაკოპირებულია

ანა წითლიძე ყვება: „არჩევნების პერიოდში, ეგრეთ წოდებული, პირადობის მოწმობების ამომღებებს დავდევდი. ისინი კი სასაფლაოებზე იკრიბებოდნენ. ეს ამბავი ჩემს ყურამდე მოვიდა და მათ აღმოსაჩენად გავემართე. ყველა სასაფლაო დავიარე. ბოლოს კი ჭითაჭყარის სასაფლაოს მივადექი. წინ დასახლებაა. ღამის 3 საათია. მარტო ვარ, უმანქანოდ. ვხედავ 4-5 ადამიანი დგას. რომ დამინახეს, მანქანის ფარები ჩააქრეს. დავიძაბე. დავურეკე ემა გოგოხიას. აიღო კამერა და გამოვარდა. მეც ტელეფონის კამერა ჩავრთე და მათკენ გავემართე, ისინი შებრუნდნენ და წავიდნენ, მე ნაბიჯს ავუჩქარე, იმ ხალხმაც აუჩქარა. მივდევ, უკან ემა მომდევს, ემას კი საპატრულო პოლიცია აზის კუდზე. მოკლედ, შვიდიოდე წუთი ასე ვირბინეთ ყველამ. ვყვირი: თქვე სამშობლოს გამყიდველებო, არჩევნებს მაინც წააგებთ-მეთქი. ეს რომ ვთქვი, ისინი გაჩერდნენ, ვიფიქრე, მომკლავენ-მეთქი. რომ მივუახლოვდი, მკითხეს:

– ანა წითლიძე ხარო?

– ჰო-მეთქი.

– მე ნიკუშა შამუგია ვარ, თქვენი მომხრეო, – მიპასუხა ერთ-ერთმა.

მოკლედ, თურმე, ამ ბიჭის შეყვარებულის დაბადების დღე ყოფილა და გოგოს ელოდებოდა. მე კი იმ გოგოს ანჩხლი მამიდა ვეგონე და ამიტომ გაიქცა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

23-29 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვერკა ჯაჯანიძე

ვერკა ჯაჯანიძე: მამალ ქალებს რომ ეძახიან, მართლა ე...