იუმორი

პროტესტი წაგებას

№32

ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 16.08, 2022 წელი

ჯიმი აბესაძე
დაკოპირებულია

ჯიმი აბესაძე ჰყვება: 

„დინამოს“ ექიმი დათო ხარაბაძე ჩემი მეგობარია. ერთხელაც მე და ჩვენს მეგობარს, გიორგი აფხაზავას „ტოტენჰემის“ თამაშის ბილეთები მოგვიტანა და სტადიონზე ძალიან პრესტიჟულ ადგილებზე დაგვსვა, თან გაგვაფრთხილა: ისეთ ხალხში სხედხართ, ცუდი შეძახილები არ გავიგონო და კარგად მოიქეცითო. ლუდი გვაქვს დალეული. წყნარად ვსხედვართ. პირველი ტაიმი 0:4 წავაგეთ და გიორგი აფხაზავა მეუბნება, წავიდეთო. დათოს ხათრით, მე დარჩენა მინდოდა, მაგრამ წავედით. მეორე დღეს დათო ხარაბაძე მირეკავს, მაგრად მლანძღავს და მეუბნება, რატომ წახვედით პირველი ტაიმის მერეო. მე ვიფიცები, არ წავსულვართ ბოლომდე დავრჩით-მეთქი. მოკლედ, სიტუაციიდან რომ გამოვსულიყავი, რა აღარ ვუთხარი. კარგიო, მიპასუხა დათომ და ტელეფონი გამითიშა. ცოტა ხნის მერე კი „ფეისბუქზე“ ლინკი გამომიგზავნა, გავხსენი და წერია: „განაწყენებული „დინამოს“ გულშემატკივარი პირველი ტაიმის შემდეგ პროტესტის ნიშნად ტოვებს სტადიონს“. ფოტოზე კი გიორგი აფხაზავაა, რომელიც წინ მიდის, მე კი უკან მივდევ.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი