იუმორი

ფინალი ლოჟიდან

№20

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 24.05, 2023 წელი

ვატო წერეთელი
დაკოპირებულია

ვატო წერეთელი ჰყვება: „მინიფეხბურთის გუნდი მყავდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალის ორი ბილეთი მეკუთვნოდა. ავიღე და მადრიდში სანაია დავპატიჟე, რადგან თამაში სწორედ იქ იმართებოდა. ესპანეთის დედაქალაქში რომ ჩავედით, ბავშვობის ძმაკაცი შემხვდა და მითხრა: იაპონელები 18 ათას ევროს იხდიან ორ ბილეთში და ხომ არ გაყიდიო. მოვაყვანინე ისინი (ერთ-ერთი მათგანი ყოფილი პრემიერი იყო) და ჩვენი ბილეთები 18 ათასად მივყიდე. სანაიას კი ვუთხარი: უკეთეს ბილეთებს „გავჩითავ“, თან, ლოჟაში-მეთქი.

შევედით მადრიდის ერთ-ერთ სპორტკაფეში, ავიღეთ ორი დიდი კანჭი, ლუდი და თამაშს „ლოჟიდან“ ვუყურეთ. ნახევარი თანხა სანაიას მივეცი – მაშინ ცოლი მოჰყადა, საცოლეს ბეჭედი უყიდა და გაახარა. მადრიდში კიდევ ორი დღე დავრჩით და მთელი ქალაქი თავზე დავიმხეთ.

თბილისში რომ დავბრუნდით და გვეკითხებოდნენ, მადრიდში რა ქენითო, ჩვენ ვპასუხობდით: რავი, ლოჟაში ვისხედით და ფეხბურთს ისე ვუყურებდითო“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი