იუმორი

ორმაგად დაზარალებულები

№18

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 10.05

გეგე სულხანიშვილი
დაკოპირებულია

გეგე სულხანიშვილი გვიამბობს: „მეგობარი მყავდა გადასარევი პიროვნება. უნივერსიტეტში სწავლობდა. კულტურიზმი ახალი შემოსული იყო და ვარჯიშობდა. ძალიან დაკუნთული იყო და იმავდროულად, ძალიან მორიდებულიც.

სანამ ადამიანს არ დაუმეგობრდებოდა, შენობით არ მიმართავდა. მე უკვე სამი ცოლი მყავდა გამოცვლილი, მას კი ჯერ ერთიც არ მოეყვანა და მე და დედამისი ძალიან განვიცდიდით. როგორც იქნა, ერთი თემქელი გოგო გაიცნო. გაისეირნეს და საღამოს სახლში მიაცილა. რომ ბრუნდებოდა, ვიღაც ბიჭი დახვდა და უთხრა, ამ გოგოსთან გავლილი აღარ დაგინახოო. ჩემმა მეგობარმა იფიქრა: ალბათ, მამაა ან ახლო ნათესავიო და უხსნის, ამ გოგოს მიმართ სერიოზული განზრახვა მაქვსო, მაგრამ ვინ მოუსმინა. მოკლედ წავიდა. მეორე დღეს კი ისევ მიაცილა ის გოგო სახლში და იმ ბიჭმა თერთმეტი კაცი დაახვედრა. სულ თორმეტნი არიან და დაუწყო „ბლატაობა“. ეს უხსნის, სერიოზული განზრახვა მაქვსო. იმ ბიჭმა კი მუშტების ქნევა დაუწყო, მაგრამ ამან ყველა აიცილა. ბოლოს „წყვიტა“, დააგდო და რადგან ჩხუბი არ უნდოდა, გაიქცა. გამოეკიდა თორმეტივე. ეს ნავარჯიშევია და დიდი მანძილი ირბინა. ხან სად შეირბინა, ხან სად. ბოლოს ერთ სადარბაზოში შევარდა, მაგრამ კარი ჩაკეტილი დახვდა. რა უნდა ექნა, შეტრიალდა და თერთმეტივე ერთმანეთზე დააწყო. ბოლოს მეთორმეტეც შემოლასლასდა, ძლივს მოდის კოჭლობით. ჩემმა მეგობარმა სუსტად წაჰკრა ხელი და ისიც მოიშორა. ეს ბიჭი კი დედას აგინებს. გაგიჟდა ჩემი მეგობარი, ხელი ჩაავლო და გამწარებული ეკითხება, რატომ მაგინებო. იმან კი უპასუხა: ამდენი რომ გვარბენინე იქ მაინც გეცემეთო...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

29 მაისი – 4 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 29 მაისი – 4 ივნისი