იუმორი

ოჰ, ეს ლოქო!

№33

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 21.08, 2024 წელი

ოთარ რამიშვილი
დაკოპირებულია

ერთხელ ოთარ რამიშვილმა ალაზანზე ითევზავა და ბევრი ლოქო დაიჭირა. 

„ნადავლი“ მანქანის საბარგულში ჩააწყო. საჭეს რომ მიუჯდა, თავზე მილიციელი წამოადგა და საბარგულის გახსნა მოსთხოვა. თევზი რომ დახვდა, დააკავეს და სიღნაღში კამერაში გამოკეტეს. ცოტა ხანში კამერის კარი მილიციის უფროსმა შეაღო. მან ოთარი იცნო, მეტიც, მეგობრები ყოფილან. გაბრაზებულა და ვინც დააკავა, იმას გასძახა, ამაზე მეტი დასაჭერი ვერავინ ნახეო? მალე მილიციის უფროსმა იქვე, ეზოში სუფრა გააშლევინა და „დასჯილი“ მილიციონერი რამდენიმე საათი ფეხზე დამდგარი უვსებდა ჭიქას თევზის დაჭერისთვის დაკავებულ კანონდამრღვევს...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

13-19 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა