იუმორი
ნახევრად ბნელი
№38
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 24.09
ზვიად ენდელაძე ჰყვება:
„სამტრედია“ ვეთამაშებოდით „ქუთაისს“. პირველი ტაიმი მოვუგეთ 3:1. მეორე ტაიმი რომ დაიწყო, მასპინძლებმა ჩვენი მხარე გაანათეს, იმათი კი – არა. მსაჯს ვეუბნები, გაანათებინე-მეთქი. იმან კი – ჩემი საქმე არააო, თან, ყვითელი ბარათიც მიჩვენა. ყვითლისთვის მურთაზ ხურცილავა 200 მანეთით გვაჯარიმებდა და დავჯარიმდი. თამაში კი 4:3 წავაგეთ. თუმცა პრემიები დაგვირიგეს, რადგან ექსტრემალურ სიტუაციაში გაუნათებელ მინდორზე ვითამაშეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან