იუმორი
მთვრალი თუ ფხიზელი
№8
ავტორი: „თბილისელები“ 11:00 04.03

ჯანსუღ ჩარკვიანი იგონებდა:
„ვერეს აღმართზე, მშენებლობაზე დუქანი იყო გახსნილი და არაყს ყიდდნენ. ჩვენ – ბიჭები: მე, ოთარ ჭილაძე, გივი სამსონაძე, ზაურ ბოლქვაძე – სტუდენტები ვიყავით. ჩავდიოდით იქ და ვსვამდით. იქ არაყი შედარებით იაფი ღირდა. ხშირად მოდიოდა გალაკტიონი, 10 წლის ვიყავი პირველად რომ გავიცანი. ...ერთხელაც ამოვიდა, მივიდა დახლთან და – აბა, ჩემი არაყი გამომიტანეთო! ჩაუსხეს ჭიქაში. მიიტანა პირთან, ჩაიგუბა, გაალუღლუღა და უკანვე გადამოაქცია. – ძია გალაკტიონ, ეს რა ქენი–მეთქი. – ბიჭოო, რომ გავალ, ხალხს ვეგონები მთვრალი და მე კიდევ, ფხიზელი ვიქნებიო“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან