იუმორი
    
        
    
        
     
    
        
        
    
    
    
        
            
            
        
        
            
    
    
                
            მფრინავი მუზა
№41
            ავტორი: „თბილისელები“ 16:00 20.10, 2024 წელი
 
    * ინგლისელი მწერალი და დრამატურგი ბერნარდ შოუ (1856-1950 წლები), უკვე ხანდაზმულ ასაკში, იცვამდა რეზინის მაღალყელიან ფეხსაცმელს, ყველა ღილს იკრავდა ფლანელით ამოგებულ ლაბადაზე და ოჯახის წევრებს ეუბნებოდა: „მივდივარ პიესის დასაწერად!“ და მიემართებოდა ბაზრისკენ, სადაც ყოველთვის ძალზე მხიარულ ხასიათზე დგებოდა. ხშირად ხედავდნენ მას საგარეუბნო მატარებლებში – ბლოკნოტით ხელში, ის სწრაფად უმატებდა სტრიქონს სტრიქონზე.
* ფრანგი მწერალი ანატოლ ფრანსი (1844-1924 წლები) არასოდეს იმარაგებდა საწერ ქაღალდს და თუ შემოაკლდებოდა, იმაზე წერდა, რაც ხელში მოხვდებოდა: ძველ წერილებზე, კონვერტებზე, მოსაწვევ ბილეთებზე, სავიზიტო ბარათებზე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
 
    





