იუმორი

მოსწრებული სიტყვა-პასუხი

№25

ავტორი: „თბილისელები“ 11:00 30.06

„თბილისელების“ იუმორი
დაკოპირებულია

ცნობილ გერმანელ პოეტს - იოჰან ვოლფგანგ გოეთეს, რომელსაც მთავრობაში მაღალი თანამდებობა ეკავა, მჭიდრო კავშირი ჰქონდა ბეთჰოვენთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომპოზიტორი ტრაგედია „ეგმონტის“ მუსიკაზე მუშაობდა.

ერთხელ ორივე ვენის პარკის ხეივანში დასეირნობდა. შემხვედრნი მათ ხაზგასმული თავაზიანობითა და პირმოთნეობით ესალმებოდნენ. მათ, მისალმებაზე მხოლოდ გოეთე პასუხობდა, ბოლოს და ბოლოს, გაღიზიანებულმა პოეტმა უთხრა მეგობარს:

- როგორ მომბეზრდა ეს გაუთავებელი მისალმება!

- თქვენო აღმატებულებავ, ნუ ჯავრობთ, - ოლიმპიური სიმშვიდით შენიშნა ბეთჰოვენმა, - შესაძლებელია ისინი მე მესალმებიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული