იუმორი

ცხენიდან ცხენზე გადამხტარი

№22

ავტორი: „თბილისელები“ 21:00

დავით ლაბაძე
დაკოპირებულია

დავით ლაბაძე ყვება:

რაც გვახსოვს მამაჩვენი 140 კილო იყო და ერთ ამბავს ყვებოდა: მეზობელ სოფელში სულ ერთი ექიმი ცხოვრობდა. ცხენს მოვპარავდი და ჩვენს სოფელში ჩამოვდიოდიო. თან ამატებდა ხოლმე, რა მოუქნელები ხართ. თქვენხელა რომ ვიყავი, ცხენიდან ცხენზე ვხტებოდიო. ჩვენ ეს არ გვჯეროდა. ერთხელ მისი მეგობარი მოვიდა სტუმრად – გოგი ნეფარიძე. ჩვენ ვუთხარით: მამი, აბა, ერთი, გოგი ძიას ვკითხოთ, მართლა თუ ხტებოდი ცხენიდან ცხენზეო. მამაჩემმაც ჰკითხა: გოგი, ხომ ვხტებოდი ცხენიდან ცხენზეო. გოგიმ უპასუხა: კი, როგორ არა, გადახტებოდი, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ სოფელში მეორე ცხენი არ იყოო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი