იუმორი

მილიონიანი ბილეთები გამოსაჩენ ადგილზე

№17

ავტორი: ნიკა ლაშაური 23:00 03.05

ზვიად სიჭინავა
დაკოპირებულია

ზვიად სიჭინავა იხსენებს: 

„სუპერთასის ფინალის ბილეთები რომ ჩამოვიდა, მათი ღირებულება სამ მილიონ-ნახევარი ევრო იყო. საქართველოა და იცით, რომ ყველა ბილეთზე „ჩალიჩობდა“. ვინ აღარ მირეკავდა, აგარაკზე მოვიდნენ, სახლშიაც კი მომადგნენ, მაგრამ ვეუბნებოდი – არ მაქვს-მეთქი. ერთი სიტყვით, როდესაც ბილეთების გაყიდვის დრო მოვიდა, მე პოლიციასთან ერთად ჩემს მეორე მანქანისკენ გავემართე, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის უკანა ეზოში იდგა, თან სხვებიც მახლდნენ. გავაღე საბარგული და ბილეთები ამოვიღე... ყველას თვალები შუბლზე აუვიდა, რადგან, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი თამაშის და ღირებულების ბილეთები სამი კვირის განმავლობაში მანქანის „ბაგაჟნიკში“ ეწყო. არადა, ყველასთვის ცნობილია, რომ თუკი რაიმეს კარგად დამალვა გინდა, გამოსაჩენ ადგილზე უნდა შეინახო“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...