მეფის ორეული
ავტორი: „თბილისელები“ 11:00
პლანეტაზე, რომლის სახელია დედამიწა, ბევრი რამ ხდება უცნაური. მაგალითად, იტალიის მეფე უმბერტო I ისტორია. ერთხელ უმბერტო ქალაქ მონცაში სეირნობის დროს შევიდა პატარა რესტორანში. შეკვეთა რესტორნის მეპატრონემ მიიღო. მეფე დაინტერესდა მეპატრონის ბიოგრაფიით, რომელიც როგორც აღმოჩნდა, მისი ორეული იყო. გაირკვა, რომ მეფე და მისი ორეული დაიბადნენ ერთ დღეს - 1844 წლის 14 მარტს. ორივე დაიბადა ქალაქ ტურინში. მეუღლეების სახელი კი იყო - მარგარიტა, ხოლო შვილების ვიქტორ-ემანუელი. ორივე იყო დაჯილდოებული ,,მამაცობის” ორდენით, ორივემ ეს ორდენი მიიღო 1866 წლის 24 ივნისის კუსტოცესთან (ვერონის ახლოს) ბრძოლაში მონაწილეობისათვის. რესტორნის მეპატრონემ რესტორანი გახსნა უმბერტოს კორონაციის დღეს 1878 წელს და რაც საოცარია, 1900 წლის 29 ივლისს უმბერტო ისევ ქალაქ მონცაში ჩავიდა და სეირნობისას მოიკითხა ორეული. მას უთხრეს, რომ მისი ორეული რამდენიმე საათის უკან მოკლეს რევოლვერიდან გასროლით.
უმბერტომ მიუსამძიმრა ახლობლებს და ეჭვიც შეიტანა ორეულთან ბედისწერაში, ამ დროს ანარქისტმა გაეტანო ბრეშიმ იტალიის მეფეს ოთხჯერ ესროლა და მოკლა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





