იუმორი
საყვედური მეგრული აქცენტით
№25
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 06.07
ლევან ხურცია ყვება:
2007 წელია. თბილისში ჩამოვედი. თეატრალურში მოვეწყვე. რამდენიმე ადგილზე ვმუშაობ. მოკლედ, დაკავებული ვარ. „რუსთავი 2-ის“ 16-ე სართულზე ვიმყოფები, რეკლამაში მიღებენ და ბლანჟე მაქვს მოშვებული. მამაჩემია თბილისში ჩამოსული, სადღაც მიემგზავრებოდა. დამირეკა, გნახავო. მოკლედ, „რუსთავი 2-ის“ ეზოში შევხვდი. გამოიქცა, ჩამეხუტა. მე მრცხვენია ხალხია ეზოში და ბავშვივით რომ მეხუტება. კაი, მამა, კაი-მეთქი, ვეუბნები. უცებ მხარზე ხელები მომკიდა, გამწია, შემათვალიერა და მეგრული აქცენტით მეუბნება ბლანჟეზე: რა არის, ბიჭო, წვერს რომ აქეთ-იქით იპარსავო?..
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





